ჯორჯიის შტატი ტენესსა და სამხრეთ კაროლინას შეუერთდა და იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც შტატში არსებულ შეზღუდვებს გააუქმებს. გუბერნატორ ბრაიან კემპის განცხადებით გარკვეული ბიზნესები დაუბრუნდება მუშაობის ჩვეულ რიტმს.
ფიტნეს ცენტრები, თმის და ფრჩხილების სალონები, მასაჟის თერაპიის ცენტრები, ე.წ ბოდი არტ სტუდიოები და ბოულინგის დარბაზები გაიხსნება. თეატრები და რესტორნები 27 აპრილს განაახლებენ მუშაობას, თუმცა ბარებით და ღამისკლუბებით სარგებლობა ისევ შეზღუდული რჩება.
ჯორჯიის შტატში ვირუსის პიკი ერთ-ერთი მოდელის მიხედვით 7 აპრილით თარიღდებოდა. თუმცა იგივე მოდელი ურჩევს ჯორჯიას, რომ სოციალური დისტანცირების რეკომენდაცია 15 ივნისამდე უნდა გაითვალისწინონ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჯორჯიაში ფართომასშტაბიანი ტესტირებების ჩატარება არ არის შესაძლებელი, რაც საგანგებო მდგომარეობის მოხსნის დროს გასათვალისწინებელია.
კემპის თქმით, ცხოვრების ჩვეულ რიტმს ბოლომდე ვერ დაუბრუნდება შტატი, რადგან სოციალური დისტანცირება იქ სადაც ამის შესაძლებლობა იქნება, დაცული უნდა იყოს. ეს იმას ნიშნავს, რომ მაგალითად თმის სალონები მომხმარებლებს გარკვეული დისტანციის დაცვით მოემსახურებიან. ასევე სპორტულ დარბაზებს მოუწევთ სავარჯიშო ეკიპირების ისეთი გადანაწილება, რომ მომხმარებლებს ერთმანეთთან მჭიდრო კავშირი არ ჰქონდეთ. გუბერნატორის თქმით, დისტანცირების წესები უნდა დაიცვას ყველა ბიზნესმა, თუმცა უცნობია როგორ მოხდება მისი მონიტორინგი.
გუბერნატორის გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასა და საკარანტინე შეზღუდვების შემცირებაზე უარყოფილია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიერ, რომლებიც აცხადებენ, რომ ეს გამოიწვევს ინფიცირების ახალ კერებს და პრევენცირებად სიკვდილს.
მასალის გამოყენების პირობები






