წყალბადთან და ჰელიუმთან ერთად ჟანგბადი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია კოსმოსში. ექსპერტებს სჯერათ, რომ თითქოს მისი აღმოჩენა მარტივია სიუხვიდან გამომდინარე, თუმცა ჩვენი გალაქტიკის გარეთ მისი პოვნის მცდელობა ყოველთვის უშედეგოდ დასრულდა. ასტრონომებმა საბოლოოდ იპოვეს სუნთქვისთვის გამოსადეგი ჟანგბადის ნიშნები გალაქტიკაში, რომელიც ნახევარი მილიარდი სინათლის წელიწადითაა დაშორებული ჩვენი გალაქტიკისგან. სინათლის წელიწადი არის მანძილი, რომელსაც სინათლე ერთი წლის განმავლობაში გადის და დაახლოებით 1013 კილომეტრს უდრის.
ასტროფიზიკურ ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით გალაქტიკის გარეთ აღმოჩენილ მოლეკულურ ჟანგბადს მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია გალაქტიკების, ვარსკვლავების, პლანეტების და რა თქმა უნდა ცხოვრების ევოლუციაში.
581 მილიონი სინათლის წელიწადით დაშორებული პლანეტის სახელია მარკარიან 231. სწორედ აქ არის აღმოჩენილი მოლეკულური ჟანგბადის ნიშნები.
მასალის გამოყენების პირობები






