ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი 3 ახალი შემთხვევა ბოლნისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებისა და სვანეთის კლასტერს უკავშირდება.
„3 ადამიანის წყარო ცნობილია, ისინი ბოლნისის სასწრაფოს ექიმებისა და სვანეთის წყაროდან არიან. გუშინ საღამოს 97 გამოჯანმრთელებული იყო, დღეს დილას ჩვენთან დაემატა ერთი და 98 გახდა. თუ დადაასტურებულ შემთხვევებსა და გაწერილ პაციენტებს შორის მონაცემებს შევაჯერებთ, ამ ეტაპზე კოვიდის ცენტრებში 313 პაციენტი მკურნალობს.
გუშინ, ჩვენ კლინიკაში 46 დადასტურებული შეთხვევა გვქონდა, ერთი დღეს გაეწერება და 45 დაგვრჩება. 2 მძიმე, კრიტიკულთან მიახლოებული ავადმყოფი, რომელთა შესახებაც მუდმივად ვლაპარაკობდით, დღეს შეიძლება განვიხილო, როგორც მძიმე პაციენტები, 14 მძიმე პაციენტს ეს ორიც დაემატება და გვეყოლება 16 მძიმე ავადმყოფი. გუშინ შემოსული ორი ახალი პაციენტიდან ერთ-ერთთან პნევმონია დასტურდება და ესეც მე-17 მძიმე ავადმყოფი იქნება. დანარჩენი პაციენტები საშუალო და მსუბუქი მიმდინარეობით არიან. მოზარდების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ამ 24 საათის განმავლობაში მათთან ცვლილებები არ ყოფილა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






