"ძალიან ნანობს, განიცდის მომხდარს..."- რა უთხრა 50 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა პოლიციელმა ადვოკატს
სამართალი - 13:05, 21 Apr, 2020     1361
დაკავებულ პოლიციელს, რომლის მიერ უმისამართო გასროლილ ტყვიასაც 50 წლის თამარ გაბრიაძე ემსხვერპლა, ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.

სოსო გაბრიაძეს მისი ადვოკატი უკვე შეხვდა. უფლებადამცველი აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ რომ პოლიციელმა ასევე სამართალდამცავთა თანდასწრებით გაოსროლა.

უფლებადამცევლის ინფორმაციით, დაახლოებით ოთხი პირი ნამდვილად ქეიფობდა გაბრიაძის სახლში თუმცა ცხრის წუთებისთვის დაიშალნენ, რის შემდეგაც გაბრიაძემ აივნიდან გაისროლა.

სამართალდამცავი დაზუსტებით ვერ ამბობს, ნამდვილად ემსხვერპლა თუ არა მის მიერ გასროლილ ტყვიას თამარ ანთელავა.

"მაკაროვის" სისტემის იარაღიდან გასროლილი ტყვიის ტრაექტორიის შესახებ კითხვები აქვს როგირც ადვოკატს ასევე გარდაცვლილი ქალის ოჯახს.

ადვოკატი ნუგზარ წერეთელი იარაღის მარკასა და მოდელზე ამ ეტაპზე არ საუბრობს. მისი თქმით, საკითხზე ბრალდებული არ გამოუკითხავს.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ძალიან ნანობს, განიცდის მომხდარ ფაქტს. აღიარებს რომ იარაღიდან ჰაერში გასროლა განახორციელა. თუმცა ამას რა შედეგი მოჰყვა და მოჰყვა თუ არა მის მიერ იარაღიდან გასროლას ქალბატონის გარდაცვალება, ამის დადგენას გამოძიებისგან ველოებით"- აცხადებს წერეთელი.

პროკურატურამ ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ბრმა ტყვიით ქალის მკვლელობის საქმეზე პოლიციელი სოსო გაბრიაძე დააკავა. უწყების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს.გ.-მ საკუთარი საცხოვრებელი ბინის აივნიდან განახორციელა ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართო გასროლა. გასროლილი ტყვია თავის არეში მოხვდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრებ თ.ა.-ს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42