სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა ფინანსური დახმარების მსურველთათვის რეკვიზიტებს აქვეყნებს, მესამე პრეზიდენტი ინიციატივას მხარს უჭერს
პოლიტიკა - 12:55, 21 Apr, 2020     825

მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა განცხადებას ავრცელებს და ბიბლიოთეკის დამწვარი ნაწილის აღდგენაში მონაწილეობის მსურველ მოქალაქეებს მიმართავს:

"19 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას ცეცხლი წაუკიდეს. თავხედური თავდასხმის ჩამდენი და შემკვეთებიც დღეს ყველასთვის ცნობილია.



ზარალი საკმაოდ დიდია, დამწვარია ბიბლიოთეკის 80 კვ მეტრამდე, განადგურებულია ავეჯი, გაყვანილობა, ტექნიკა, გამჭვარტლულია შენობის 4 სართული, ჩამსხვრეულია პირველი სართულის ფასადის მინები და შიდა ტიხრები, დაზიანებულია საცავი.


ბოლო 24 საათის განმავლობაში დაგვიკავშირდა უამრავი ადამიანი, როგორც საქართველოდან ასევე საზღვარგარეთიდან , მხარდაჭერის სურვილით, ფიზიკური თუ ფინანსური დახმარების შემოთავაზებით. ყველას ამისთვის გვინდა გადავუხადოთ დიდი მადლობა.



ფინანსური დახმარების მსურველებისთვის ჩვენი ანგარიშის ნომერი არის:




GE34თB7850936080100005 ლარი




GE62თB7850936180100002 UშD




GE62თB7850936180100002 Eურო




თუ გაქვთ სამშენებლო კვალიფიკაცია და გსურთ ფიზიკურად მიიღოთ მონაწილეობა აღდგენის პროცესში მოგვწერეთ მესინჯერში ან ელექტრონულ ფოსტაზე: ლანა.გჰვინჯილია@სპლ.გე




დიდი მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის!



Pშ. 22 აპრილს, ბიბლიოთეკის დაბადების დღეა, 6 წლის ვხვდებით. ", - წერეია განცხადებაში.



ბიბლიოთეკის განცხადებას გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი და "ფეისბუქზე" დაწერა, რომ ინიციატივას მხარს უჭერს:



"მე არასდროს ვყოფილვარ ამ ბიბლიოთეკაში, სამაგიეროდ 150 ათასზე მეტი ადამიანია ნამყოფი და ათასობით სარგებლობს ამ რესურსით. ვუჭერ მხარს ამ ინიციატივას", - წერს მიხეილ სააკაშვილი.


შეგახსენებთ, 19 აპრილს ბიბლიოთეკაში ხანძარი ადრე ნასამართლევმა, სხვადასხვა დროს ოპოზიციურად განწყობილი პარტიებისა და პოლიტიკოსების მიმართ აგრესიით გამორჩეულმა ბესო ქათამაძემ გააჩინა, ვიდეო თავად გადაიღო და "ფეისბუქზე" გაავრცელა. ის მოგვიანებით დააკავეს. ოპოზიცია ამბობს, რომ ბესიკ ქათამაძე სუს-ის დავალებების შემსრულებელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42