"მუცელი ჩაიღორა გამოვიდა და სროლა ატეხა გასართობად" - ქეთი ორჯონიკიძე თიკა მახალდიანის ოჯახის ტრაგედიაზე
სოც.მედია - 09:51, 21 Apr, 2020     1903

მომღერალი და ტელეწამყვანი ქეთი ორჯონიკიძე, თიკა მახალდიანის დედის გარდაცვალებას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.

ქეთი ორჯონიკიძე წერს, რომ ის რაც მოხდა, შემთხვევითობა არ არის, ეს უპასუხისმგებლობის, დაუსჯელობის სინდრომით შეპყრობილი ადამიანის საქციელია.


"სამწუხაროა რომ სოციალური ქსელით მიწევს ამის გაკეთება, მაგრამ ვუსამძიმრებ თიკა მახალდიანს დედის გარდაცვალებას და ასევე არ შემიძლია არ გამოვთქვა საშინელი სიბრაზე, იმ ანომალიურ ადამიანთან

დაკავშირებით ვინც მუცელი ჩაიღორა გამოვიდა და სროლა ატეხა გასართობად, რასაც შემდგომში უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ითვალისწინებსო თურმე ის მუხლი რომელიც წაუყენეს, რაც მაქსიმუმ 2 დან 4 წლამდე პატიმრობას იმსახურებსო.

სად არის აქ გაუფთხილებლობა? მთვრალი რომ იარაღს ისვრი, ეს გაუფრთხილებლობაა??? ან ასეთი უტვინო საქციელით, რომ ადამიანს შეიწირავ უნდა გინდოდეს განა ეს სასჯელი თვითონ?

ადამიანები ვინც თავდაცვის ან სხვა ადამიანის დაცვის მიწნით კლავენ მოძალადეს ისინი უფრო მკაცრად ისჯებიან! ეს არის სამართალი??მე ყოველთვის “მშვიდობის მტრედი”-ს ფუნქციას ვამჯობინებ ხოლმე, მაგრამ ეს შემთხვევა არანაერ გაგებაში არ ჯდება.

უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ის ვინც მსგავს ქმედებას ჩადის, რათა არასოდეს სხვა მთვრალ ნაძირალას რომელსაც იარაღის ტარების უფლება აქვს არ გაუჩნდეს მინიმალური აზრი მაინც იმის, რომ იგივე გაიმეოროს!

ეს შემთხვევითობა არ არის! ეს უპასუხისმგებლობის, დაუსჯელობის სინდრომით შეპყრობილი ადამიანის საქციელია, თავს უფლებას რომ აძლევ იარაღი გასართობად გამოიყენო უკვე დამნაშავე ხარ.

პატივს ვცემ სამართალდამცავ ორგანოებს, რადგან ვფიქრობ, რომ უმრავლესობა სამართალს იცავს, მაგრამ თუკი სამართალი არ არის მაშინ? მაშინ ალბათ საკუთარ სახლში უნდა მეშინოდეს ტელევიზორის ყურებაც კი“, – წერს ქეთი ორჯონიკიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42