თიკა მახალდიანი საკუთარო ოჯახის ტრაგედიაზე პირველი კომენტარს აკეთებს.
იგი სოციალურ ქელში წერს, რომ დედა საკუთარ სახლში მოუკლეს. მომღერალი თანაგრძნობისთვის ყველას მადლობას უხდის.
„ჩემი სილამაზე აღარ მყავს. დედა მომიკლეს საკუთარ სახლში! ჩემი მზეთუნახავი დედიკო, მაგრამ ის მაძლიერებს მარტო, რომ სამოთხეში წავიდა. მადლობა ყველას სათითაოდ“, –წერს თიკა მახალდიანი .
მომღერლის დედა გუშინ საღამოს, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარმა ტრაგედიამ შეიწირა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს, ბმიმდებარე კორპუსიდან გასროლილ ბრმა ტყვიას საკუთარ სახლში მყოფი ახალგაზრდა ქალის, თამარ ანთელავას სიცოცხლე ემსხვერპლა. ის მე-8 სართულზე მდებარე სახლში ტელევიზორს უყურებდა, რა დროსაც ტყვიამ მისი ფანჯარა ჩამსხვრია და ქალს თავის არეში მოხვდა.
ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი დააკავეს. აღმოჩნდა, რომ ის შემთხვევის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და საკუთარი სახლის აივნიდან რამდენჯერმე გაისროლა.
მასალის გამოყენების პირობები






