სასტუმროში გადაყვანილი პირები აცხადებენ, რომ საკვები არ ვარგა და სწორედ ამიტომ 17 აპრილს ადამიანები მოიწამლნენ.
ინტოქსიკაციის გამო რამდენიმე მათგანის სტაციონარში გადაყვანაც გახდა საჭირო.
მოქალაქე თამარ წიქარიძე "ფორმულასთან" აღნიშნავს, რომ საკარანტინო სივრცეში უკვე 15 დღეა იმყოფება და ტესტის გაკეთებას ელოდება, რათა სახლში დაბრუნება შეძლოს, თუმცა ამ დრომდე მისთვის ტესტი არ გაუკეთებიათ.
"ნიუპოსტი" სასტუმრო "სპუტნიკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც ადამიანების მოწამვლის ფაქტი დაადასტურეს.
რაც შეეხება საკვებს, "სპუტნიკში" აღნიშნავენ, რომ საკარანტინე სივრცეში მყიფი პირების კვებას არა სასტუმროს რესტორანი, არამედ მათი ქვეკონტრაქტირი კომპანია ახორციელებდა, რომელთანაც აღნიშნული ინცინდენტის შემდეგ კონტრქტი გაწყვიტეს.
სასტუმროს ადმინისტაციაში ამბობენ, რომ ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს და ამ დროისთვის "სპუტნიკს" ბინადრებს სხვა კომოპანია ამარაგებს.
გარდა ამისა, მოწამვლის შესახებ მოქალაქის მიერ განხორციელებული პირველივე ზარის შემდეგ, ადმინისტრაციამ ყველა შესაბამისი სამსახური საქმის კურსში ჩააყენა და შეუძლოდ მყოფი მოქალაეებისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა დროულად მოხდა.
რაც შეეხება კორონავირუსზე ტესტის გაკეთების საკითხს, სასტუმროში აცხადებენ, რომ პროტოკოლის შესახებ ინფორმირებულები არ არიან, თუმცა შეუძლიათ დაადასტურონ, რომ ეპიდემიოლოგებმა ერთი ნაკადის ტესტის პასუხები უკვე მიიღეს და 4 აპრილს შემოსული ადამიანების პასუხი უარყოფითია. სპეციალისტებმა კორონავირუსზე ანალიზი ასევე გაუკეთეს საკარანტინო სივრცეში 5 აპრილს შეყვანილ პირებსაც, რომელთა პასუხები უახლოეს საათებში გახდება ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები






