"ეს ივანიშვილის ხელწერაა... სუს-ის ნასედკამ დაწვა შენობა"- სააკაშვილი ბიბლიოთეკის დაწვის უკან ოლიგარქის ინტერესებს ხედავს
პოლიტიკა - 16:17, 20 Apr, 2020     979
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაჩენილ ხანძარს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს "ივანიშვილის ხელწერაა".

„ივანიშვილს დიდი ხანი თვალში ეჩხირებოდა ეს ბიბლიოთეკა და მოხდა ის, რაც მოუვიდა კარფურის კონკურენტებს და იმ ტერიტორიებს, რომელსაც ივანიშვილის ოჯახი დაეპატრონა. ეს ხომ უკვე ივანიშვილის ხელწერაა. ახალგაზრდების მრავალი კვირის სამუშაო ამ სუს-ის მოგზავნილმა „ნასედკამ“ რამდენიმე წუთში დაასრულა. ამას რომ არ დაედო ვიდეო, მთავრობა იტყოდა, ეს ყველაფერი მოგონილია და სააკაშვილის ხალხმა თავად წაუკიდა ცეცხლი.

აღდგომა დღეს რომ ამას გააკეთებ, ეს კიდევ ცალკე სატანისტური რიტუალია. მთელ ქვეყანას უკიდია საფრთხე და ყველამ უნდა დავიცვათ ქვეყანა ჭკუიდან გადასული ოლიგარქისგან“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მამაკაცი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გააჩინა, ბაჩო ქათამაძეა.
ქათამაძემ 2020 წლის 30 იანვარს სასამართლოში "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მაშინ, ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა 3 პირი გადაიყვანეს გამოკითხვაზე მათ შორის იყო ბაჩო ქათამაძეც, თუმცა ის არავის დაუკავებია.

ქათამაზე ფიგურირებდა მალხაზ მაჩალიკაშვილზე თავადსხმის საქმეში. მამაკაცმა რუსთაველზე გაშლილი კარვების აღება თვითნებურად სცადა და მაჩალიკაშვილის გარემოცვას ფიზიკურად გაუსწორდა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბაჩო ქათამაძე წარსულში ნასამართლევია, თუმცა მას დღევანდელი ხელისუფლება მფარველობს და პოლიტიკურ დავალებებს აძლევს.

როგორც "ნიუპოსტმა" გაარკვია, ბაჩო ქათამაძემ რამდენიმე წლის წინ, ტყიბულში მამაკაცი დაჭრა, მაშინ ის პირობითი მსჯავრის ქვეშ ო,ყოფებოდა, თუმცა 2018 წელს, მოქალაქის დაჭრის გამო ქათამაძე არავის დაუკავებია და ის თავისუფლად გადადგილდებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42