სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის დირექტორი: "დამნაშავემ ხანძრის გაჩენის შემდეგ პირდაპირ ეთერში ანგარიში ჩააბარა დამკვეთებს, სახანძრო კი მის გაპრავებას ცდილობდა"
პოლიტიკა - 13:06, 20 Apr, 2020     1029
სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის დირექტორი დიმიტრი შაშკინი აცხადებს, რომ ხანძრის გაჩენის შემდეგ ბიბლიოთეკის შენობაში გამიოძახებულმა სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა დამნაშავის "გაპრავება" სცადეს და თქვეს, რომ შენობის შუშები არა ბაჩო ქათამაძემ, არამედ თავად შეამტვრიეს.

შაშკინი აცხადებს, რომ კადრებში საპირისპირო ვლინდება და კარგად ჩანს, როგორ ამტვრევს შუშებს ქათამაძე.

სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის დირექტორი ამბობს, რომ მამაკაცმა დანაშაულის ჩადენის შემდეგანგარიში დამკვეთებს პირდაპირ ეთერში ჩააბარა .

"რასაც თქვენ ახლა ხედავთ ეს არის ის რეალური სურათი, სადაც ჩვენი ქვეყანაა. ადამიანი, ვინც დანაშაული ჩაიდინა, დღევანდელი ხელისუფლების სახეა. მან აქამდე სამი დანაშაული ჩაიდინა და აპატიეს. დარწმუნებული, ვარ რომ ამ შემთხვევაშიც იოლად გამოძვრება. ყველაფერი ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ დაუსჯელობის სინდრომზე, რომელიც საქართველოში.

გარდა ამისა სერიოზული პრობლემაა, როცა განგაშის სიგნალი შევიდა დაცვის პოლიციაში და სახანძრო მოვიდა, მეხანძრეები გვიმტკიცებდნენ, რომ თითქოს შუშები თვითონ ჩაამტვრიეს. არადა კადრებში ჩანს რომ ქათამაძე თავად ამტვრევს შუშებს.

მთელს სახელმწიფო სისტემაში არის ეს სენი, რომ რიგითმა მეხანძრეებმაც კი დაიწყეს დამნაშავის გაპრავება, რადგან მათ ასეთი ბრძანება მიიღეს.

დღისით-მზისით, აღდგომის დღეს, მოვბიდა ადამიანი ჩაამტვრია შუშები დაწვა საკომფერენციო ოთახი, დაწვა ოთახი სადაც შაბათ-კვირას ზალიკო სამადაშვილი ბავშვებს წიგნებს უკითხავდა. ამის შემდეგ კი გახარებულმა ანგარიში ჩააბარა თავის მომხრეებს და დამკვეთებს. ეს საქართველოს რეალობაა"- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42