"ქათამაძე რეციდივისტი და სუს-ის აგენტია" - ოპოზიცია ბიბლიოთეკის დაწვაში ბრალდებულისა და ხელსიუფლების კავშირებზე საუბრობს
პოლიტიკა - 12:29, 20 Apr, 2020     870
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ბადრი (ბაჩო) ქათამაძე, რომელმაც გუშინ პრეზიდენტ სააკაშვილის სახელობის ბიბლიოთეკა დაწვა, სუს-ის აგენტია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა ქათანაძის კრიმინალურ წარსულზე საუბრობს და ამბობს, რომ "ხელისუფლებასთან დაახლოებული" ახალგაზრდა კაცი "რეციდივისტია".

"რეციდივისტთან ერთად ის არის სუსის აგენტი და ამიტომ, ის სრული ხელშეუხებლობით სარგებლობს, მას ხელისუფლება მფარველობს.

მან 2018 წელს რკინის საგნით, დაზიანება მიაყენა ზაურ აბაშვილს. დანაშაულის ჩადენის მომენტში ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. 2019 წელს ის შვილმოკლულ მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს და რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ახალგაზრდებს დაესხა თავს. პოლიციამ მაშინ ის ტერიტორიას მხოლოდ განარიდა. 2020 წელს ქათამაძე თავს დაესხა "მთავარი არხის" დირექტორს, ნიკა გვარამიას, როცა ის ადვოკატის რანგში, პოლიტპატიმარ გიორგი რურუას სასამართლო პროცესზე იმყოიფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმა უამრავი მოწმის თანდასწრებით, სასამართლოს ეზოში მოხდა, პოლიციამ ის მხოლო განარიდა და რაც არ უნდა ცინიკური იყოს, ეს საქმე სასამართლომდეც კი არ მისულა.

მაშინ როცა პირი პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება, როგორც წესი, განმეორებითი დანაშაულის ჩადენის დროს დაუყიოვნებლივ ხდება მისი დაკავება. ეს არ ხდება ბადრი ქათამაძის შემთხვევაში, რადგან ის სუსი-ს აგენტია და ხელისუფლების მხრიდან ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობს.

გუშინდელი დანაშაულიც, ხელისუფლების მხრიდან ჩადენილი დანაშაული იყო. ეს არის "ქართული ოცნების" სახე, როდესაც აღდგომის დღეს, როცა მთელი მართლმადიდებლური სამყარო ზეიმობს სინათლის გამარჯვებას სიბნელეზე, ამ ადამიანმა სინათლის სიმბოლოზე, ბიბლიოთეკაზე განახორციელა თავდასხმა"- აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.

ენმ-ს წევრი თქმით, ქათამაძეს ნაკლებად მძიმე დანაშაულის მუხლი წაუყენეს.

"დარწმუნებული ვარ, რომ მოხდება ქათამაძის გირაოთი გათავიუფლება. ის ასევე არის პარლამენტის წევრის, გიორგი ვოლსკის კოორდინატორი და დარწმუნებული ვარ, რომ თავად ვოლსკი ჩაერევა ამ ადამიანის ძალიან მოკლე დროში გათავისუფლება. ჩვენ ვთხოვთ სახალხო დამცველს, დიპლომატიურ კორპუსს და არასამთავრობო სექტორს მიადევნონ ამ საქმეს თვალ-ყირი, რომ არ მოხდეს მისი დაუყივნებლივი გამოშვებით მომავალი დანაშაულის წახალისება"- ამბობს პარლამენტის წევრი.

ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, ისინი აპირებენ ზიანის ანაზღაიურების მიზნით სასამართლოს მიმართონ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42