როგორ დავიცვათ თავი არასასურველი სარეკლამო sms-ებისგან - კანონდამრღვევი კომპანიების ნუსხა
საზოგადოება - 17:55, 06 Nov, 2013     3713

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იმ კომპანიების სიას აქვეყნებს, რომლებიც სხვადასხვა ფიჭური კავშირის მომხმარებელს ე.წ. სპამ სმს რეკლამებს უგზავნიან. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, კომპანიები ამ ქმედებით მომხმარებელთა უფლებებს არღვევენ და მათ კანონი უნდა დაიცვან.

"გვსურს მოვუწოდოთ მათ პატივი სცენ კანონს, ასევე იზრუნონ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დაცვაზე. სწორედ ამიტომ, შევაგროვეთ და ვაქვეყნებთ იმ კომპანიათა სიას, რომლებიც საკანონმდებლო ნორმებს უგულვებელყოფენ.

აღნიშნული კანონის მე-5 და მე-8 მუხლების მიხედვით, SMS-ების გამგზავნი პირი ვალდებულია მოიპოვოს მომხმარებლის თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების (სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ფაქსი ნომერი და email) დამუშავებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მონაცემები მოპოვებული უნდა იყოს საჯარო წყაროებიდან. აღსანიშნავია, რომ “საჯარო წყაროს” ქართული კანონმდებლობა არ განმარტავს. ნებისმიერ შემთხვევაში, SMS-ების გამგზავნი პირი ვალდებულია შეატყობინოს მომხმარებელს, რომ მას აქვს უფლება უარი თქვას შეტყობინებების მიღებაზე, რასაც, კომპანიები, როგორც წესი, არ აკეთებენ.

SMS რეკლამების შესახებ განცხადება გაავრცელა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმაც. მან კომპანიებს არსებული საკანონმდებლო ნორმები შეახსენა და მათი დაცვისკენ მოუწოდა, ასევე, შესთავაზა კონსულტაციები. თუმცა, ინსპექტორის გაფრთხილების მიუხედავად კომპანიები განაგრძობენ SMS რეკლამებით მომხმარებელთა შეწუხებას.

ისინი სარგებლობენ იმ ფაქტით, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი სრული ძალით მხოლოდ 2016 წელს ამოქმედდება და ინსპექტორს მხოლოდ მაშინ მიეცემა შემოწმების განხორციელებისა და სანქციების დაწესების უფლება. იქამდე კი, ისღა დაგვრჩენია ამ კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობის იმედად ვიყოთ. კომპანიების უპირველესი ინტერესი უნდა იყოს ის, რომ არ გაანაწყენონ და არ მოაბეზრონ თავი საკუთარ პოტენციურ კლიენტებს.

ასეთ პირობებში ასევე მნიშვნელოვანია მომხმარებლების მხრიდან უკმაყოფილების საჯაროდ დაფიქსირება. ჩვენ ვიწყებთ იმ კომპანიების სიის საჯაროდ გამოქვეყნებას, რომლებიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” თანამშრომლებს ყოველგვარი წინასწარი ნებართვის გარეშე უგზავნიან SMS რეკლამებს (სიაში არ მოხვდნენ ის კომპანიები, რომლებმაც SMS-ების დაგზავნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მომხმარებელმა მათთან ქულების დაგროვების ბარათი აიღო).

თუ ბოლო პერიოდში თქვენ სხვა კომპანიებისგანაც იღებთ სპამ SMS-ებს, შეგიძლიათ მათი ვინაობა კომენტარების სექციაში გაგვიზიაროთ. კომპანია - ვებსაიტი Alltours - https://www.facebook.com/TourALLTOURS Alta - http://alta.ge/ Amboli - http://www.amboli.ge/ ARAY Tomorrow - http://www.araytomorrow.ge/ Baldi - https://www.facebook.com/pages/Baldi-Georgia/235976756520387 Bosch - http://international.bosch.com/georgia/ka/homepage/ Carrefour - http://carrefour.com.ge/ Chic Bebe - https://www.facebook.com/chicbebe2013 City Club - https://www.facebook.com/pages/CITY-CLUB/147278917898 Club 71 - http://www.club71.ge/ Elit Electronics - http://www.ee.ge/ GASA - https://www.facebook.com/LLC.GASA HInterior – KSB Bank - http://www.korstandardbank.com/ Lotus - http://www.lotus.ge/ MEDI - http://medi.ge/ Megaline - https://www.facebook.com/pages/MEGALINE/128322873910197 Mnapoleone - – Nissan - http://www.nissan.com.ge/ OK - http://ok-shop.ge/ RAK ceramics - https://www.facebook.com/pages/RAK-Ceramics-Georgia/180549638773941 Safilo - http://safilo.ge/ Salamander - https://www.facebook.com/kalamani.ge Samsung - https://www.facebook.com/SamsungGeorgia Smiley - http://smiley.ge/ Techno Boom - http://technoboom.ge/ TK - Batumi - http://www.t-k.ge/ ტურისტული სააგენტო “Sakartvelo” - – Vivasun - https://www.facebook.com/vivasangeo გაურკვეველი რჩება, თუ როგორ მოიპოვეს მობილური მარკეტინგის კომპანიებმა მოქალაქეთა ტელეფონის ნომრები და სხვა მონაცემები.

მობილური კავშირის ოპერატორმა კომპანიებმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” განუცხადეს, რომ ისინი მომხმარებელთა ნომრებსა და მათ შესახებ ინფორმაციას მესამე მხარეს არ უზიარებენ და არც ყიდიან. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ასევე ესაუბრა GeoSMS-ს და Paradox Georgia-ს - კომპანიებს, რომლებიც მობილური რეკლამების დაგზავნით არიან დაკავებულნი - სადაც კომპანიებმა დაადასტურეს, რომ მათ მობილური ტელეფონის ნომრებისა და მათთან დაკავშირებული სხვა მონაცემების რამდენიმემილინიონიანი ბაზები აქვთ.

თუმცა არც Paradox Georgia-მ და არც GeoSMS-მა ჩვენთან საუბარში არ დააზუსტა, თუ რა გზით მოხდა მათ ხელთ არსებული მონაცემების მოპოვება. კომპანიების წარმომადგენლების თქმით, კანონმდებლობა მათ არ ავალდებულებს წყაროს გამხელას და ათობით ათასი SMS-ის მომხმარებლების წინასწარი ნებართვის გარეშე დაგზავნა კანონს არ ეწინააღმდეგება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მიესალმება პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის გაფრთხილებას კომპანიების მისამართით და მცდელობას მოაგვაროს აღნიშნული პრობლემა.

ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ინსპექტორის ოფისს გამოსცეს სპეციალური სახელმძღვანელო წესები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა წარმართოს დაინტერესებულმა მხარემ მობილური მარკეტინგი კანონთან შესაბამისობაში.

ამასობაში კი, მომჩივან მოქალაქეებს შეუძლიათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს გაუგზავნონ იმეილი მისამართზე:

office@pdp.ge, ან დაურეკონ ნომერზე: (+995 32) 21 46 831. თქვენ ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ინსპექტორის ოფიციალურ გვერდს ფეისბუქზე. ზემოთხსენებული კომპანიების წარმომადგენლებმა შეგიძლიათ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე:diana.chachua@transparency.ge", - აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42