"აღდგომის დღესასწაულზე კომენდანტის საათის მხოლოდ ფორმალურად დაცვით და სასულიერო პირებისა და მრევლის ეკლესიებში 9 საათით დაყოვნებით ხელისუფლებამ შესაძლოა გაზარდოს კორონავირუსის გავრცელების რისკი" - მაიამ ჯაში
პოლიტიკა - 20:06, 17 Apr, 2020     682

აღდგომის დღესასწაულზე კომენდანტის საათის მხოლოდ ფორმალურად დაცვით და სასულიერო პირებისა და მრევლის ეკლესიებში 9 საათით დაყოვნებით ხელისუფლებამ შესაძლოა გაზარდოს კორონავირუსის გავრცელების რისკი. დრო ჯერ კიდევ არის უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად - ამის შესახებ ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის გლობალური საპარლამენტო კავშირის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა განაცხადა.

„არაერთი ჟურნალისტი მიკავშირდება და მთხოვს ჩემი პოზიციის დაფიქსირებას სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის წარმართულ მოლაპარაკებებზე. მოკლე კომენტარით რთული იყო პასუხის გაცემა, ამდენად, ჩემ მოსაზრებას წერილობით გთავაზობთ. დასაწყისისათვის, ვფიქრობ, რომ ხელისუფლებისა და ეკლესიის დიალოგში რამდენიმე შეცდომა იყო დაშვებული.

პირველი შეცდომა 21 მარტიდან იწყება, როდესაც მთავრობამ პრეზიდენტისა და შემდგომ პარლამენტისაგან, მოითხოვა საგანგებო სიტუაციის დამტკიცება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული დღესასწაულის პერიოდში, ეკლესიასთან საკმარისი კონსულტაციის გარეშე. სეკულარული სახელმწიფოს პრინციპებიდან გამომდინარე და ეკლესიის დამოუკიდებლობის გათვალისწინებით, სახელმწიფოს უნდა მიეღო მკაფიოდ ჩამოყალიბებული გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებასაც შეძლებდა.

მეორე, მოლოდინი, რომ ეკლესია უკვე დამტკიცებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, უპორობოდ შეცვლიდა მრავალსაუკუნოვან ტრადიციას პოლიტიკური, თუ საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად - ასევე აღმოჩნდა მცდარი. ხელისუფლებამ ეკლესიასთან მოლაპარაკების დროს საკუთარ კომპრომისს შეთანხმება უწოდა. რეალურად კი, ამ პროცესმა თვალსაჩინო გახადა საზოგადოებაში ეკლესიის ძალა და მისი ავტორიტეტის უპირატესობა.

რაც მთავარია, ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ ჯერ „კომენდანტის საათის“ გამოცხადებით, ხოლო, შემდგომ კომპრომისით, რომ ფორმალურად მაინც არ დარღვეულიყო „კომენდანტის საათი“ და მრევლისთვის მიეცა საღამოს 9 საათიდან, დილის 6 საათამდე ტაძრებში დარჩენის უფლება, კიდევ უფრო გაზარდა სააღდგომო ლიტურგიაზე ინფექციის შესაძლო გავრცელების რისკები. ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი და მოგახსენებთ, რას ვგულისხმობ.

კორონავირუსის შესახებ კლინიცისტებსა და მეცნიერებს დღემდე არ აქვთ სრული ინფორმაცია. ყველამ ვიცით, რომ ეს არის ახალი ვირუსი, SARS-CoV-2, რომელიც მიუხედავად სხვა პათოგენებთან გარკვეული მსგავსებისა, განსხვავდება. მსოფლიო ყოველდღიურობაში სწავლობს ვირუსის ქცევას, ახდენს რეკომენდაციების პერიოდულად გადახედვა და შეცვლასაც კი. მაგალითისათვის, გვახსოვს პირბადეების ხმარებასთან დაკავშირებით შეცვლილი რეკომენდაცები და ჰიდროქსიქლოროქინის შესაძლო წარმატებებზე წინასწარი მოსაზრებების უარყოფა. შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა ვიხელმძღვანელოთ დღეისათვის არსებული, უახლესი ინფორმაციით.

რამდენიმე საკითხი დანამდვილებით ვიცით, ზოგიც კი სავარაუდოდ. მაგრამ ამ მომენტისათვის კორონავირუსის გადაცემის შესახებ 2 საკითხზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება. პირველი, აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) რეკომენდაციებით, COVID-19 გამომწვევი კორონავირუსის გადაცემის რისკი შესაძლოა, იზრდებოდეს 2 მეტრზე ნაკლები დისტანციის შემთხვევაში კონტაქტირების პერიოდის ხაგრძლივობასთან ერთად. საერთო სივრცეში, რაც უფრო მეტ ხანს დაჰყოფს ადამიანი ინფიცირებულ პირთან, მით უფრო იზრდება ვირუსის გადაცემის რისკი.

მეორე, კორონავირუსი ხველებისა და ცემინების შედეგად გამოყოფილი წვეთების გარდა, ე.წ. აეროზოლური, უმცირესი ნაწილაკების გზითაც შეიძლება გავრცელდეს ვიზუალურად ჯანმრთელი პირისაგან (ხმამაღალი საუბრის, ან სიმღერის დროს), რომელიც ყოველგვარი სიმპტომის გარეშე შეიძლება იყოს ვირუსის გამავრცელებელი. ასევე, სამეცნიერო წყაროებში იპოვით მოსაზრებას, რომ კორონავირუსის და სხვა ვირუსების აეროზოლური ნაწილაკებით გადაცემის თავიდან ასაცილებლად რეკომენდირებული 2-მეტრიანი დისტანციაც კი, შეიძლება არ იყოს საკმარისი.

ამდენად, თუკი, მთავრობა დაუშვებდა ლიტურგიაზე მრევლის დასწრებას, ვფიქრობ, ეს არ უნდა მომხდარიყო „კომენდანტის საათის“ ფორმალური დაცვით და ტაძრებში 9-საათიანი პერიოდით (საღამოს 9 საათიდან, დილის 6 საათამდე) სასულიერო პირებისა და მრევლის დაყოვნების ხარჯზე. როგორც აღვნიშნე, საერთო სივრცეში, რაც უფრო მეტ ხანს დაჰყოფს ადამიანი ინფიცირებულ პირთან, მით უფრო შეიძლება გაიზარდოს კორონავირუსის გადაცემის რისკი.

კვლავაც ხაზს ვუსვამ - თუკი, მთავრობა დაუშვებდა კომპრომისს და ლიტურგიაზე მრევლის დასწრებას - ეკლესიასთან შეთანხმებით უმჯობესი იქნებოდა “კომენდანტის საათის“ პერიოდში დაშვებულიყო რამდენიმე-საათიანი გამონაკლისი, ან სხვა მიდგომები, რომელიც სასულიერო პირებისა და მრევლის შესაძლოდ ინფიცირებულ პირებთან კონტაქტირების ხანგრძლივობას და შესაბამის რისკებს შეამცირებდა. ყველაზე კრიტიკულ მომენტში გადაწყვეტილების უფრო მეტად მოქნილობა კიდევ უფრო მეტ პატივისცემასა და საზოგადოებრივ ნდობას იმსახურებს.

დრო ჯერ კიდევ არის უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად და იმედს ვიტოვებ, რომ არამხოლოდ მრევლი გადადგამს სწორ ნაბიჯებს“, - აცხადებს მარიამ ჯაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42