"მინდა ხმამაღლა ვიყვირო; რა დღეში ხართ ხალხოო, რა დაგემართაათ..." - მეუფე ანტონის ემოციური მიმართვა საზოგადოებას
რელიგია - 19:55, 17 Apr, 2020     3927

ვანის და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი საზოგადოებისადმი მიმართვას ავრცელებს.მეუფემ ეკლესიის ირგლივ არსებული კრიტკა ეკლესიასთან ბრძოლად შეაფასა და საზოგადოებას გამოფხიზლებისკენ მოუწოდა.
მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.
"მინდა ხმამაღლა ვიყვირო; რა დღეში ხართ ხალხოო, რა დაგემართაათ.... იმავ წუთს მახსენდებაა იერუსალიმი, ბზობის დღესასწაული, ხალხის გალობანი, ვინ რას არ უფენდა ვირზე მჯდარ უფალს... სულ ცოტა ხანი და ესვე ხალხი, სწორედ წითელ პარასკევს გაიძახოდა: ჯვარს აცვით, ჯვარს აცვითო, ისე დაუბნელა ქრისტეს მოძულეთამ გონება...იმასაც ვფიქრობ აქვს კი აზრი რასაც ვწერ... როგორც წყალში ჩაძირულს რა ხმაზეც არ უნდა უძახო ვერ გააგონებ,ისე ვეღარ შეეხებაათ მათ გულზე რაც არ უნდა ვწერო თქო, მაგრამ ვხედავ კორონავირუსზე მეტად ავრცელებენ ეკლესიისა და ღვთისმსახურთა მოძულენი მიზან მიმართულ ზიზღს. ნელ-ნელა სიძულვილის თესლს უგდებენ გონებაში, შემდეგ თესლი თვითონ მუშაობს გაუცნობიერებლად, და წამოვიდა გაუფილტრავი აზრები , ამიტომ ამბობენ: არ გირჩევთ გონების დანაგვიანებას, ცხოვრების გაჭუჭყიანებას იწვევს! ნუ აწუჭყიანებთ თქვენი კერძო შეხედულებებითა და მოსაზრებებით ცხოვრებას.....პატარა მაგალითს, ერთობ თითქოს უმნიშვნელო მაგალითს მოვიყვან, ერთი წერს და შემდეგ ვინც ავითარებს მის აზრს უკლებლივ იმეორებს : „მე შვილიშვილთან ვერ მივდივარ და ესენი (მღვდლები) ძვირადღირებული მანქანებით უნდა მივიდნენ ტაძრებში“. პირველი : „ესენი“ თავიანთ ნათესავებთან მიდიან ? - ისინი რა თავის სიცოცხლეს არ რისკავენ, როცა შენი შვილიშვილის, შენი და ქვეყნისათვის სალოცავად მიდიან ? - მაშინ აღიარე რომ ურწმუნო ხარ და ნუ განსჯი მორწმუნის საქციელს და შენში დაგუბებულ ჩირქს შენს საწინააღმდეგოდ და ცხოვრების დასანაგვიანებლად ნუ გამოუშვებ.....მეორე: იმისათვის რომ უფრო დაანაგვიანო და დაამტკიცო შენში არსებული ზიზღი საჭიროა, რომ მანქანას ზედსართავი სახელი „ ძვირედღირებული“ დაამატო? თუ ეს ის თესლია რომელიც ეკლესიის მოძულეთამ ჩაგიგდეს გონებაში და შენში ამუშავდა- გაერკვიე.. თუ ატყობთ მაინც როგორ გიჭუჭყიანებენ გონებას მასმედია, როგორ ხასგასმით გიტენიან გონებაში, „გავლენიანი მღვდელმთავარები“ , თუ აზრები სხვადასხვანაირად გამოვთქვით მღვდელმთავრებმა, ეკლლესიაში განხეთქილებაა, თუ ერთნაირად, ეშინიათ და დამოკიდებულნი არიანო. თუ ის გავიმეორეთ რაც სხვა ეკლესიებმა, მაშინ გავლენაა ჩვენზე, თუ ჩვენი ვთქვით, აი ყველამ ასე ქნა დაესენი ვინ არიანო, მათი მოსაწონი ხომ არაფერია.მსგავსი მაგალითები უამრავია და მათ ანალიზებას ცალკე განსჯა ესაჭიროება, რა ვი ღირს? იქნებ ღირდეს კიდეც...ვფიქრობ და ფიქრებს მივყავარ და მახსენდება თუ რით განსხვავდება ფუტკარი და ბუზი ერთმანეთიდან, პირველი ნეხვშიჩ თაფლის მასალას ეძებს, მეორე ყვავილებში ნეხვს!ხოდა აბზუივდით ეხლა ნეხვის მაძიებელნო, მაგრამ გთხოვთ ნუ დაანაგვიანეთ სხვის ცხოვრებას, მერწმუნეთ კორონავირისზე საშიშია. დარჩეს თქვენი აზრები სახლში!" - წერს მეუფე ანტონი.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42