"კანონმორჩილი, შეგნებული მორწმუნე მოქალაქეები მძევლად ჰყავს უგუნურ და უპასუხისმგებლო ხელისუფლებას და ფანატიკოსებს. ხელისუფლებას ამ რელიგიურ ფანატიკოსებთან საარჩევნო კონტაქტი აქვს და ამიტომ ამას სწირავს დანარჩენი მოქალაქეების კეთილდღეობას, სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ყველა დანარჩენი მოქალაქე უპასუხისმგებლო მთავრობის და რელიგიური ფანატოკოსების საქციელის საფასურს იხდის. მინისტრი, სახეზე ღიმილით სერიოზულად გვეუბნება, რომ შესასწავლია საკითხი, ამ ტიპის შეხებით [ერთი კოვზით ზიარებით] არის თუ არა დაავადების გადადების რისკი, მინისტრი, რომელიც პასუხს აგებს სხვების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებას აკეთებს მაშინ, როცა თითქოს უნდა ვცდილობდეთ, ხალხს ავუხსნათ, როგორი რისკია ეს. ეს არის პირდაპირ უპასუხისმგებლობით, არაკომპეტენტურობით, პოლიტიკური ნების არ ქონით რისკის გაზრდა და იმ ადამიანების წახალისება, რომელთაც ეჭვი ეპარებოდათ, გადადის თუ არა ვირუსი კოვზით", - განუცხადა ბოკერიამ მთავარ არხს.
ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ 16 აპრილს თქვა, რომ სამეცნიერო კვლევები არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, გადადის თუ არა კოვზით ახალი კორონავირუსი.
მასალის გამოყენების პირობები






