ბაჩუკი ქარდავას მიმართვა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს
პოლიტიკა - 12:56, 17 Apr, 2020     867

კორონავირუსის საფრთხის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, განცხადებას აკეთებს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ბაჩუკი ქარდავა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს მიმართავს. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი თავის მიმართვაში კონკრეტული პირების მხრიდან ეპიდემიის სათავისო ინტერესებისთვის გამოყენებაზე საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ ტესტები, როლმელიც საქართველოშია შემოტანილი, მხოლოდ აღდგომის დღესასწაულის შემდეგ გამოჩნდება, ხოლო ციფრები ინფიცირებული ადამიანების იქნება დიდი, რაც სწორეს „ეკლესიის გაჯიუტებას“ დაბრალდება. ოპოზიციონერი ლიდერი ილია მეორეს სთხოვს, მიიღოს მისთვის დამახასიათებელი არაორდინალური და მოულოდნელი გადაწყვეტილება, რითაც თავიდან იქნება აცილებული, შექმნილი ვითარებიდან გამოწვეული საფრთხეები და ეკლესიის ავტორიტეტის შელახვის მცდელობა.

„მოგმართავთ თქვენო უწმინდესობავ,

დღეს მაცხოვარი აცვა ჯვარს ადამიანმა... ჯვარცმას კი აღდგომა მოჰყვა - უფლის ყველაზე დიდი მეტანია ზეციდან დედამიწაზე - მარადიული სიცოცხლის დაბადება, უდიდესი სიხარული და იმედი...

სამწუხაროდ, ამ წელს კაცობრიობას განსხვავებულად მოუწევს აღდგომასთან შეხვედრა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ დღის ძალას და მნიშვნელობას ვერაფერი შეცვლის, საყოველთაო განხილვის თემად იქცა, მოკრძალებულად შევხდვდეთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, აქვე დავამატებ, რომ მეც ამ აზრზე ვარ ბევრი მიზეზის გამო... ყოფილა საქართველოს ისტორიაში ჟამიანობის ეპოქები, როცა ეკლესიას მისთვის არცთუ სასიამოვნო გადაწყვეტილებები მიუღია, შესაძლოა ყურს ცუდად ხვდება - არ წახვიდეთ ტაძარში, საფრთხე რეალურია... კი ბატონო, საფრთხე მართლაც არსებობს, აღდგომა ხომ, როგორც წესი, ხალხის თავშეყრის კუთხით განსაკუთეთრებულია.

ჩვენი ისტორიიდან ვიცით მაგალითები, როცა კონკრეტული საფრთხის დროს ესა თუ ის ნაბიჯი გარდაუვალ აუცილებლობად მიაჩნდათ, ზოგის ამოსავალი რწმენა და ღმერთი იყო, ზოგის მიწიერი პრაგმატული გადაწყვეტილება.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ განგების გარდა ვინმეს სხვის ხელშია ჩვენი ყოფა,, განსაცდელი თუ სხვა...

ეს ეპიდემია, ნამდვილად არ არის და ვერ იქნება სამყაროს დასასრული, ესეც გაივლის, როგრც სხვა ბევრ განსაცდელს გადაუვლია.

თქვენო უწმინდესობავ, მე თქვენგან არაერთხელ მომისმენია, ჭეშმარიტი რწმენა გულის და გონების სინერგიის ნაყოფია... დღეს, ასეთ რწმენაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებაა საჭიროა.

ამიტომ გთხოვთ, ამ მძიმე დღეს, მოუწოდეთ მრევლს, რომ თქვენ, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ბერ-მონაზვნობა იღებთ თქვენს თავზე იმას, რასაც ერი და ბერი სხვა ვითარებაში ერთად აკეთებდა - თქვენ, ჩვენი და ქვეყნის სახელით, ქართულ ტაძრებში, აღდგომის ღამეს უფალს ადიდებთ და შეავედრებთ ჩვენს სულებს, უფალი აუცილებლად შეიწირავს თქვენს შესაწირს ყველას სახელით, ხოლო „ჭეშმარიტად!“-ს, თქვენს ლოცვას ჩვენ შევუერთებთ ჩვენს გულებში, თუნდაც ეს, რაოდენ გულდასაწყვეტიც არ უნდა იყოს, ტაძრების გარეთ ხდებოდეს. უფალი ხომ ყველგანაა...

თქვენო უწმინდესობავ, აქვე მინდა ხაზგასმით აღვნმიშნო, სამწუხაროდ არიან ადამიანები, რომლებიც განსაცდელის თავისი ინტერესებისთვის გამოყენებას არ თაკილობენ. დარწმუნებუილი ვარ ტესტები, რომლებიც საქართველოშია, აუცილებლად აღდგომის შემდეგ გამოჩნდება და ციფრები, რომელიც ამ ტესტების შედეგად იქნება გამოცხადებული, მჯერა დიდად განსახვავებული არ იქნება, აღდგომამდე არსებულისა, რომლის შესახებაც ჩვენ არაფერი ვიცით... მაგრამ იქნება დიდი რაოდენობა, რომელიც გარწმუნებთ, აუცილებლად „ეკლესიის გაჯიუტებას“ დაბრალდება.

თქვენო უწმინდესობამ, კიდევ ერთხელ გთხოვთ, როგორც არაერთგზის მიგიღიათ არაორდინალური და ყველასთვის მოულოდნელი გადაწყვეტილებები, გადადგით დღესაც ასეთი ნაბიჯი და მოუწოიდეთ ერს, ჩვენი გულები უფლის სადიდებლად, ფიზიკურად მხარდამხარ დგომით კ,ი არა, ლოცვაში გავაერთიანოთ.

გულით გილოცავთ უფლის გარდაუვალ აღდგომას!

ბაჩუკი ქარდავა

2020, 17 აპრილი“ - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ედპ-ის ლიდერი ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42