„ნაციონალური მოძრაობის“ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ხელისუფლების მიერ დაწესებულ შეზღუდვებზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს ქვეყანაში ძალიან ბევრ პრობლემას შექმნის.
ხელისუფლების ოპონენტი ამბობს, რომ პრემიერი გახარია საპატრიარქოსთან უუნაროა.
„შემოიღეს სრულიად არაადეკვატური, გაუმართლებელი შეზღუდვები, რომელიც პირველ რიგში, მოსახლეობას დააწვება მძიმედ. მე წარმოდგენა არ მაქვს როგორ უნდა იარონ მედ.პერსონალმა სამსახურში და სხვადასხვა სურსათის ობიექტების თანამშრომლებმა სამსახსურში, მე წარმოდგენა არ მაქვს როგორ უნდა მივუტანოთ ხანდაზმულებს საკვები.
"რაც შეეხება გავრცელებულ კადრს, ეს არის სიმბოლო, რომ გახარიას კარგად გამოსდის ახალგაზრდების დასჯა, თვალთვალი, თვალების დათხრა. იმასაც ვერ ბედავს, ვისთანაც არ გასდის და უუნაროა, მაგალითად საპატრიარქოს, ექიმებს ასაუბრებს და ექიმებს თავზე ადგას, რომ ილაპარაკონ ის, რაც უთხრეს და არ ილაპარაკონ ის, რაც არ უთხრეს“, - აცხადებს დეკანოიძე.
მასალის გამოყენების პირობები






