ფოტოხელოვანი იური მეჩითოვი ფოთში რუსული დროშის დაწვის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც დღეს "პირველის" პრესკლუბში მეჩითოვმა განაცხადა, აღნიშული ფატქი ქვეყნისთვის საზიანოა.
"შეიძლება, დროშა მართალც გულანთებულმა პატრიოტებმა დაწვეს ან ვითომ პატრიოტებმა. რეალურად ორივე შემთხვევაში ეს ქვეყნისთვის ძალიან ცუდი ფაქტია.
ქვეყანაში ახალი პროცესი იწყება, რომელსაც განსაკუთრებით წინა ხელისუფლება ეწინააღმდეგება, მე კი ვფიქრობ, რომ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების გარეშე სამუდამოდ უნდა დავივიწყოთ ქვეყნის გაერთიანება. არავითარი რეზოლუციები, არავითარი ხელმოწერები არ გვიშველის.
ის ხალხი, ვინც ეს გულით გააკეთა და მართლა გულანთებული პატრიოტია, იმას ეპატიება, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს იყო მიზანმიმართული ქმედება, რომელიც ქვეყნის იმიჯს დააზიანებს", – განაცხადა იური მეჩითოვმა.
მასალის გამოყენების პირობები






