იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი კორონავირუსის შიდა გავრცელების ფონზე ეკლესიებში წირვა-ლოცვების გაგრძელებაზე აკეთებს კომენტარს.
იგი ამბობს, რომ სახელმწიფოს მიერ სააღდგომოდ ტაძრების ღიად დატოვებაში მოიაზრება, რომ იქ სასულიერო პირები უნდა იყვნენ.
მისი თქმით, ეკლესია ტაძრების თავისით ვერ დაკეტავდა და ის, რომ სახელმწიფომ არ დაკეტა არ ნიშნავს, რომ ტაძრები უნდა გაივსოს.
“
მე არ მივდივარ ტაძარში და რატომ არ მივდივარ - პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ უნდა გაიგოს, რომ სახელმწიფომ არ დაკეტა ტაძრები, ეკლესია კი, ტაძრებს თავისი ნებით, რა თქმა უნდა, არ და ვერ დაკეტავდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტაძარი უნდა გაივსოს, ტაძარი არ უნდა გაივსოს, რადგან ასეთ შემთხვევაში, ეკლესია უბრალოდ ვერ შეძლებს დისტანციის დაცვას, ეს არის ორჯერ ორი ოთხი. და ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღებთ აფეთქებას. ამ აფეთქების თავიდან აცილებისთვის ერმა, ბერმა, დიდმა, პატარამ ყოველ დღე და ყოველ ღამე ვაკეთეთ უამრავი რამ, ამიტომ ამას მოფრთხილება სჭირდება.
ღია ტაძარში ჩვენს იდენტობაში არის უდიდესი სიმბოლო, ამ სიმბოლოს სახელმწიფო არ ეხება, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მოვიაზრებთ, რომ ტაძარში სააღდგომო დღესასწაულზე სასულიერო პირები უნდა იყვნენ, თუ იქ მაინც იქნება რამდენიმე მოქალაქე, ეს უნდა იყოს რამდენიმე მოქალაქე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ ეპიდემიოლოგიური და სანიტარული კატასტროფის წინაშე" - ამბობს წულუკიანი.
მასალის გამოყენების პირობები






