ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძემ პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა, რომ ეკლესიამ სოციალური დისტანციის დაცვის პასუხისმგებლობა აიღო .
ტიკარაძე დარწმნებულია, რომ ეკლესიაში დისტანციას აუცილებლად დაიცავენ, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში, ღვთისმოშიშობა გაცილებით უფრო მძაფრია და ძლიერი, ვიდრე კანონმორჩილება..
"დარწმუნებული ვარ, როდესაც ეკლესიამ აიღო პასუხისმგებლობა, რომ დაცული იქნება სოციალური დისტანცია, რომელიც არის სავალდებულო, ისინი ამას აუცილებლად დაიცავენ, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში, ღვთისმოშიშობა გაცილებით უფრო მძაფრია და ძლიერი, ვიდრე კანონმორჩილება. საქართველოს მაგალითზეც ეს ხშირად აისახება ხოლმე. აღნიშნულის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ეკლესია გააკეთებს იმას, რომ უზრუნველყოს საკუთარი მრევლის უსაფრთხოება, როგორც სულიერი საზრდოს მიწოდება, ასევე მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებაც. ეკლესიიის შემთხვევაში, გაცილებით მაღალი პასუხისმგებლობის მოლოდინი გვაქვს, ვინაიდან ეს მაგალითი ეკლესიამ გვაჩვენა. საქართველომ, ეკლესიამ კარგად გაიაზრა ყველა ის რისკი, რომელიც იტალიაში იყო. იტალიის შემთხვევაში, მხოლოდ იტალიის მოქალაქეების ხარვეზი არ იყო,მწირი ინფორმაცია იყო და მობილიზაციაც გაცილებით გვიან დაიწყო. საქართველოს მაგალითს იტალიისას ვერავითარ შემთხვევაში ვერ შევადარებთ", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






