პირბადეების სკანდალი და შესაძლო კორუფცია - ოპოზიციის მტკიცებით, კომპანია, რომელმაც დოლბანდი დაამზადა, სუს-ისა და შსს-ს მაღალჩინოსნებთან პირდაპირ კავშირშია
პოლიტიკა - 13:14, 16 Apr, 2020     1170
ოპოზიცია პირბადეების კორუფციულ სქმემას აქვეყნებს, რომელშიც მაღალჩინოსნების გვარები ფიგურირებს.

ოპოზიციის მტკიცებით, კომოპანიის უკან, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ (ეკონომიკის სამინისტრომ) დოლბანდის პირბადეების შეკერვა შეუკვეთა, შინაგან საქმეთა და სუს-ის უფროსის მოადგილეები დგანან.

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ "ემ ჯი ემტექსის", დამფუძნებლებს სუს-ის უფროსის მოადგილე, ალექსანდრე ხოჯევანიშვილთან და მის ძმასთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან ახლო ურთიერთობა აკავშირებთ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, კორუფციულ სქემაში ფიგურირებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძე.

"საინტერესოა ვინ აკეთებს მილიონებს?! სუს-ის უფროსის მოადგილე ბატონი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, რომლის ძმა შიდა ქართლის გუბერნატორია, შსს-ს მინისტრის მოადგილე საბანაძე.

დოკუმენტალურად დასტურდება, რომ ამ ბიზნესში ფაქტობრივად ჩართულია სუს-ის უფროსის მოადგილე და შს მინისტრის მოადგილე.

საბოლოო ჯამში საუბარია იმაზე, რომ მაშინ როდესაც ადამიანები ეპიდემიას ებრძვიან, ეს ადამიანები დამატებით მილიონობით ლარის სარგებელს ნახულობენ. ის რომ, ერთ-ერთ გადაცემაში გაკეთებულ განცხადებას, სადაც საუბარი იყო, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთვის ეს კომპანია კერავდა პირბადეებს ხელისუფლების არცერთი წევრი არ გამოეხმაურა.- აცხადებს ხაბეიშვილი "მთავარ არხთან".

აღსანიშნავია, რომ პირბადეების სკანდალის შემდეგ, ეკონომიკის სამინისტრომ კომპანიასთან ხელშეკრულება გააუქმა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლება 1.08 ლარად ყიდულობდა პირბადეს, რომელსაც სამედიცინო დანიშნულება არ ჰქონდა და ფული მიდიოდა ძალოვენების ხელმძღვანელ პირებთან, რომლებიც აღნიშნულ კომპანიასთან არიან კავშირში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42