საქართველოს პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილი მრევლი დალოცა.ილია მეორემ განაცხადა, რომ მსოფლიოში განვითარებული მოვლენები ღვთის ნებით ხდება.
„მადლობა უფალს დიდი წყალობისათვის. დღეს ყოველი ჩვენთაგანი ელოდება ღვთის წყალობას. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უღვრთოდ არაფერი არ ხდება, ეს ნიშნავს, რომ მოვლენები, რასაც ჩვენ ვხედავთ, რაც მთელ მსოფლიოშია, ღვთისაგანაა და წყალობა ღვთისა ჩვენთან არის. დღეს გვექნება კიდევ შეხვედრა, 12 ვნების სახარების კითხვა. გწყალობდეთ ღმერთი, წყალობა ღვთისა იყოს თქვენზე, საქართველოსა ზედა და მთელ მსოფლიოსა ზედა. დაგლოცოთ უფალმა. ჩვენთან არს ღმერთი. 16:00 საათზე იქნება 12 ვნების სახარების კითხვა. წყალობა მოგმადლოთ უფალმა, სიყვარული ღვთისა გფარავდეთ თქვენ და საქართველოს. ჩვენთან არს ღმერთი. დღეს განსაკუთრებული დღეა – 63 წლის წინ უწმინდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ მესამემ მაკურთხა დიაკონად. მადლობა უფალს, ჩვენთან არს ღმერთი“, – აღნიშნა პატრიარქმა.
მასალის გამოყენების პირობები