ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ივანიშვილის გუნდი წინასაარჩევნოდ ეკლესიასთან დაპირისპირებას მოერიდა და სასულიერო პირების გადაწყვეტილება კანონზე მაღლა დააყენა.
ოპოზიციაში თანხმდებიან, რომ პანდემიისა და საფრთხის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრი და მთლიანად "ქართული ოცნება" წინასაარჩევნო კამპანიაშია და ისინი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე წინ პოლიტიკური, ვიწროპარტიული ინტერესებით მოქმედებენ.

"გუშინდელი გადაწყვეტილება, ხელისუფლების მხრიდან ეს არის, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და უსაფრთხიების საკუთარი პოლიტიკური დღისწესრიგისთვის ზვარაკად შეწირვაა.
ხელისიუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საპატრიარქოს პოზიცია, რადგან ამ პოზიცის მნიშვნელობა აქვს მომავალი არჩევნებისთვის.
აღმოჩნდა, რომ საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას "ქართული ოცნების" პოლიტიკურ დღის წესრიგთან შედარებით მეოორადი მნიშვნელობა ენიჭება"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი.
"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერიაც ამბობს, რომ ყველა შედეგზე, რასაც ეს გადაწყვეტილება გამოიწვევს, პოლიტიკურად პასუხიმგებელია მთავრობა.
მისივე შეფასებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ არ აღასრულა საკუთარი მოვალეობა და პირიქით სიგნალი გაუშვა, რომ ასე მოქცევა ნორმალურია.
ბოკერია სასულიერო პირების მორალურ პასუხისმგებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას.

"ამ სამარცხვინო ამბის შედეგად ორი უზარმაზარი ზიანი მიიღო ჩვენმა ქვეყანამ და მოქალაქეებმა, პირველი, ეს არის სერიოზულად გაზრდილი საფრთხე ეპიდემიის გავრცელებაში ნახტომის და ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის შემდგომი დამძიმების რისკები და მეორე - სამოქალაქო სახელმწიფოს საფუძვლების შემდგომი მორყევა, ამ მთავრობის პირობებში, თანასწორობის პრინციპის, სამართლიანობის და კონსტიტუციის დარღვევის", - ამბობს ბოკერია.
"ახალი საქართველოს" ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, ხელისუფლებამ პილატეს მზაკვრული გზა უკვე აირჩია.

"მეგობრებო ქვეყანაში დაწყებულია მომაკვდინებელი ვირუსის ფარული, მრავაჯერადი, უკონტროლი გავრცელება და რადგან მასობრივი დიაგნოსტიკა-ტესტირება არ გვაქვს ჩვენს ირგვლივ უამრავი ადამიანია რომელბმაც არ იციან რომ იმფიცირებულები არიან შესაბამისად ინფიცირებულთა რიცხვი ბევრად მეტია, ვიდრე არსებული სტატისტიკა ამდენად პირდაპირ შემიძლია გითხრათ რომ ხელისუფლება მალავს და აყალბებს მონაცემებს რასაც აღდგომის შემდეგ აუცულებლად მოჰყვება დავირუსებულთა უკონტროლო, მკვეთრი მატება და ამას ხელისუფლება საპატრიერქოსა და მრევლის დაუდევრობსს დააბრალებს!
მოგმართავთ თხოვნით გავუფრთხილდეთ ერთმანეთს ნუ გამოვცდით უფალს და განსაცდელში ნუ შევიყვანთ ჩვენს მოქალაქეებს
მოვუწოდოთ მრევლს სიფრთხილისკენ და დროებით ერთჯერადად გამოვაცხადოთ უმრევლო წირვა ხოლო უპასუხისმგებლო ხელისუფლება ერთად ვაიძულოთ მკაცრად გააკონტროლოს ეპიდუსაფრთხოებასთან დაკავშირებული სამოქალაქო წესრიგი "- განაცხადა ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






