„19 მარტს ვნახე ბოლოს ჩემი შვილი, დაძინებულს ვაკოცე“ – COVID-19-თან მებრძოლი ქართველი ექიმის ემოციური ფოტო
პოლიტიკა - 13:01, 16 Apr, 2020     896
ექიმი მარიამ გრიგორაშვილი, რომელიც CoVid ინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობს, სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს და ფოტოს აქვეყნებს.იგი ამბობს, რომ მას თითქმი ერთი თვეა შვილი არ უნახავს. მედიკოსი საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

„19 მარტი იყო, როდესაც ბოლოს ვნახე ჩემი შვილი.. უფრო სწორად დაძინებულს ვაკოცე და რამდენიმე კვირით (მისთვის)დავიკარგე..

წავედი კლინიკაში საცხოვრებლად და სამუშაოდ..სიღრმეებს არ ჩავყვები კლინიკაში რამდენი ძალიან მაგარი რამ ვნახე.. რამდენი ზრუნვის პატივისცემის და სიყვარულის მაგალითი.. ამაზე სხვა დროს..

მშრალ ინფორმაციას მოგაწვდით:

3 კვირა ვიმუშავე. 2 კვირა ბოქსირებულ პალატებში.1 კვირარეანიმაციაში. ახლა თვითიზოლაციის 2-კვირიან პერიოდს გავდივარ.

ეს ყველაფერი იმისთვის, რომ 1 მაისს ჩემი შვილის დაბადების დღეზე მის გვერდით ყოფნა შევძლო…მერე (დიდი ალბათობით) ისევ მომიწევს კლინიკაში დაბრუნება და ოჯახთან განშორება..

ამ 5 კვირის მანძილზე (პირველად) გამოვაკლდი დედაჩემის დაბადების დღეს… ასევე პირველად, არ შევხვდები აღდგომას ოჯახთან ერთად..

გამოვაკლდი ყველაზე საყვარელ მომენტს, რომელსაც ნატალის დაბადებიდან ველოდებოდი – კუსურამ წინა ორი ძირითადი კბილი ამოიღო, პატარა ფანჯარა გაიკეთა და ეხლა საყვარლად თლიფინებს შიგადაშიგ…ვუყურე ჩემ შვილს, როგორ ეხუტება ეკრანს ჩემი დანახვისას…

მოვუსმინე 5 წლის ბავშვი როგორ მამხნევებს, რომ ძალა მომცეს… ძალიან არ გავაგრძელებ, ბევრი რამ ვნახე ამ 5კვირის მანძილზე…


მაგრამ რაც ყველაზე მთავარია!!! ეს არ არის ჩემი ცალკეული შემთხვევა… ასეთი ისტორია აქვს თითოეულ მედპერსონალს, რომელიც დღეს კლინიკაში CoVid-19 დადასტურებულ პაციენტთან მუშაობს..

ასეთი ისტორიები აქვთ ჩემს ექიმებს… უმცროსებს და ექთნებს.. სანიტრებს, რომლებსაც ერთი წუთითაც არ დაუხევიათ უკან.. ამ ხალხს მეორე თვეა ოჯახი არ უნახავს.. არცერთ მათგანს..

სანამ თქვენ გარეთ ჩვეულებრივად ცხოვრებას განაგრძობთ, თქვენ გამო უამრავი ადამიანი ოჯახისგან იზოლირებულად ცხოვრობს და მუშაობს.. არცერთი მათგანი არავის აყვედრის ამ ამბავს..

ასე ესმით, ასე უყვართ და ასე მიაჩნიათ თავიანთი საქმე სწორად…

მაგრამ, მანამ სანამ თქვენ, მეგობრები იკრიბებით.. პიკნიკებზე დადიხართ… სადღესასწაულო შეკრებებისთვის ემზადებით…

ერთი წამით დაფიქრდით ხალხზე, რომლებიც თქვენ გამო ამ მწარე დღეებს გადიან…

ამ ხალხსაც უნდათ ოჯახში დაბრუნება.. შვილების ჩახუტება.. ოჯახური სითბოს ძველებურად შეგრძნობა..

ამ ხალხსაც უნდათ ნორმალური ძილი..

ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნება..

და მანამ სანამ თქვენ ასე, ერთმანეთისგან დისტანცირების გარეშე, გააგრძელებთ ცხოვრებას და საყოველთაო კარანტინს საყოველთაო საგაზაფხულო არდადეგებად ჩათვლით, ამ ხალხს მოუწევს ამ არაადამიანურ რეჟიმში, ოჯახებისა და საყვარელი ადამიანებისგან მოშორებით ცხოვრების გაგრძელება უვადოდ…უ ვ ა დ ო დ!…


ხოდა ძალიან დიდი თხოვნა მექნება, მიიტანოთ ამ ხალხის ემოციებიც გულთან…

გაიაზროთ თქვენი როგორც ცალკეული ინდივიდის პასუხისმგებლობა სოციუმის მიმართ… და ძალიან ცოტახნით
#დარჩისახლში #საქართველო“,- წერს სოციალურ ქსელში მარიამ გრიგორაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42