პარტია "ნაციონალური მოძრაობისა" და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მელიას თქმით, ნებისმიერი სახის შეკრება შეიცავს ვირუსის მასიურად გავრცელების უდიდეს საფრთხეს და ამის აღიარება ხელისუფლებასა და საპატრიარქოს არ სურს.
„შექმნილ ვითარებაში, სიმართლე ერთია - ნებისმიერი სახის შეკრება შეიცავს ვირუსის მასიურად გავრცელების უდიდეს საფრთხეს. ამ სიმართლეს პრინციპულად არ ამბობს ხელისუფლება.
ამ სიმართლის აღიარება არ სურს გავლენიან ინსტიტუტს - საპატრიარქოს, რადგან რატომღაც ხედავენ ძალაუფლების დაკარგვის საფრთხეს.
ამ სიმართლის თქმას გაურბის ოპოზიციის ნაწილი.
დიახ, ისინი ჩვენ სიცოცხლეს არ უფრთხილდებიან, ჩვენ კი ოღონდ მათ არ ვაწყენინოთ, დისკომფორტი არ შევუქმნათ, უარს ვამბობთ სიმართლის თქმაზე და საფრთხეში ვაგდებთ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას
სიმართლის გაგონება არ სურთ ვიწრო ჯგუფს, რომელთა ახირება სასაკლაოდ აქცევს ქვეყანას, დიდი ხნით დაანგრევს ეკონომიკას. ბევრი მაინც უბრალოდ ხმას არ ვიღებთ, ყველა ვერიდებით სიმართლის თქმას, გვერდზე ვწევთ, გვერდს ვუვლით, თვალს ვუხუჭავთ ჭეშმარიტებას და ისე გვინდა ვემსახუროთ ჭეშმარიტებას“,- წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები






