ოკუპირებულ ცხინვალში ვითარება უკიდურესად საგანგაშოა - ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი ავრცელებს.
ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გამყოფი ხაზის ჩაკეტვის გამო, 4 სექტემბრიდან დღემდე 13 ადამიანია გარდაცვლილი.
"იმის მიუხედავად, რომ ხდება ცხელ ხაზზე კომუნიკაცია ამ ადამიანების სურვილის და საჭიროების დაფიქსირება, მათ არ ეძლევათ შესაძლებლობა კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების. ასეთი პაციენტები დღესაც იმყოფებიან ახალგორში და უნდა საუბედუროდ აღვნიშნო, რომ სწორედ ეს შეზღუდვები ყველაზე მეტად აზარალებს ახალგორის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას, რომელიც არის ფაქტობრივად გაგრძელება ამ ეთნიკური დისკრიმინაციის, რომელსაც აქვს სხვადსხვა ფორმა", — აღნიშნავს მინისტრი.
ციხელაშვილი მოუწოდებს დე ფაქტო გადაწყვეტილების მიმღებებს, რომ ხელი არ შეუშალონ ადამიანებს, რომელთაც დახმარება ესაჭიროებათ.
მასალის გამოყენების პირობები






