"თუ ქვეყნის ეკონომიკა ჩამოიქცა ყველანი აღმოვჩნდებით უმძიმეს მდგომარეობაში"- ბურჯანაძე ხელისუფლებისგან სამოქმედო გეგმის წარდგენას ითხოვს
პოლიტიკა - 14:26, 15 Apr, 2020     534
თუ ხელისუფლება სასწრაფოდ არ წარმოადგენს სამოქმედო გეგმას, ქვეყანას უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი ელოდება - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მთავრობამ უნდა შეძლოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა და იმ ეკონომიკურ გამოწვევებთან ბრძოლა, რომელსაც ქვეყნისთვის დიდი ზიანის მიყენება შეუძლია.

„გუშინ გიორგი გახარიამ თქვა, რომ ისინი ორ ფრონტზე იბრძოლებენ, მაგრამ ნამდვილად არ ჩანს გეგმა, როგორ იბრძოლებენ ისინი ეკონომიკურ ფრონტზე. ყველას ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ ორი ფრონტიდან ნებისმიერ ერთ-ერთზე, კორონავირუსის ფრონტზე თუ ეკონომიკურ ფრონტზე დამარცხება, იქნება საერთო დამარცხება ქვეყნის. უნდა გვესმოდეს, რომ თუ ხელისუფლება სასწრაფოდ არ წარმოადგენს სამოქმედო გეგმას, ქვეყანას უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი ელოდება. ჩვენ უკვე ყოველთვიურად ვკარგავთ 2 მილიარდ ლარს, რაც წარმოიდგინეთ ჩვენი ქვეყნისთვის რამდენად დიდი ციფრია. გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის, რისი საშიშროებაც ყველაზე მეტად იყო, რომ მთავრობას არ აქვს სამოქმედო გეგმა ჩამოყალიბებული. მთავრობამ ილაპარაკა, რომ ხომ არ ვიმარჩიელებთ ციფრებზეო? ახლა არ უდა მარჩიელობდეთ ციფრებზე, ახლა სტატისტიკის დეპარტამენტს, მთავრობას, ექსპერტებს , ყველას ერთად უნდა ჰქონდეს დადებული კონკრეტული ციფრები, რამდენმა ადამიანმა დაკარგა შემოსავალი, როგორია დანაკარგი. ტყუილია ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობიდან სერიოზულ და ძლიერ დახმარებას მივიღებთ, თუ ხელისუფლებას არ ექნება კონკრეტული ციფრები რა ზარალს განიცდის ქვეყანა.. წარმოუდგენელია ის, რაც ჩვენ გუშინ 150 ლარიან დახმარებასთან დაკავშირებით მოვისმინეთ. პრემიერი გვეუბნება რომ დახმარება ან 150 ლარზე მეტი იქნება, ან 200 ლარი იქნება, ან არ ვიცით რამდენი იქნება. რას ვეუბნებით ხალხს, ადამიანებს, რომელიც სახლშია და შემოსავლის წყარო არ აქვთ? გაურკვევლობა არის ყველაზე ცუდი. თუ ქვეყნის ეკონომიკა ჩამოიქცა და ამის ნიშნები უკვე არის, ჩვენ, ყველანი აღმოვჩნდებით უმძიმეს მდგომარეობაში, არავინ დარჩება მოგებული და ქვეყნის ეკონომიკის წამოწევას წლები დასჭირდება“, - განაცხადა ბურჯანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42