„როგორც იცით, ორი დღის წინ ირაკლი ოქრუაშვილს ხელისუფლებამ ლავრენტი მაღლაკელიძის ხელით 5 წელი მხოლოდ მიტინგზე დგომისთვის მიუსაჯა და იქვე დააყოლა, რომ ორგანიზებას ტყუილად ვაბრალებდით და მაგ ბრალდებაში მართალიაო.
მაგ დღეს, 13 აპრილს, ირაკლიმ ტვ პირველზე, ანა წერეთლის გადაცემაში ჩართვა გადაწყვიტა, ეს ტელევიზიამ დაანონსა კიდეც.
როგორც მოსალოდნელი იყო, ციხის ადმინისტრაციამ ზარი მაშინვე გათიშა. ტელევიზიაში ჩართვამდე პირადად მე დამირეკა და მითხრა, თუ იმ დღეს პრობლემა იქნებოდა, მაშინ დღეს 15:00 საათზე ჩაერთვებოდა.
დღეს ირაკლის ადვოკატი დაეკონტაქტა მხოლოდ, რა დროსაც გავიგეთ, რომ კიდევ ერთი უსუსური გადაწყვეტილება მიუღია ჯიბის პროკურატურას, ირაკლის ტელეფონით დარეკვა კვლავ აუკრძალეს. განმარტებას პროკურატურიდან მსგავს საკითხებზე ჩვენნაირ „დემოკრატიულ“ ქვეყანაში რომ არ აკეთებენ, კი ვიცით ყველამ.
P.S. ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებმა თქვენი ტყუილებისთვის რომ "გაკვეთილი ჩაგიტარეს" ეგეც ოქრუაშვილის ბრალია? არ გამოვრიცხავ, თქვათ, ციხიდან ოქრუაშვილი ელჩებსაც ელაპარაკებოდაო.
სულ ეს ხართ მთელი ხელისუფლება. მეტი თქვენ არაფერი შეგიძლიათ.“ - წერს ჩალაგაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






