დონორებისგან ეკონომიკის მხარდასაჭერად 1,5 მილიარდ დოლარს მივიღებთ - გიორგი გახარია
პოლიტიკა - 18:23, 14 Apr, 2020     463

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებთან ფინანსური დახმარების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებზე ისაუბრა.

გახარიას თქმით, პირველადი შეთანხმება დონორებთან უკვე მიღწეულია და წლის ბოლომდე ეკონომიკის მხარდასაჭერად ქვეყანა 1,5 მილიარდ დოლარს მიიღებს.

"პირველადი მოლაპარაკების შედეგადად დონორებისგან ინექციის სახით 1,5 მილიარდი დოლარს მივიღებთ. ეს არის დაახლოებით ის ციფრი, რომელზეც დონორ ორგანიზაციებთან პირველადი შეთანხმება უკვე მიღწეულია. ეს ინექციები სახელმწიფო მიმართულებით განხორციელდება, ეს არის საბიუჯეტო და მიზნობრივი დახმარება.", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა არნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარე პროგრამის გაგრძელებაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია და ამ გზით ეკონომიკაში 447 მილიონი დოლარი შემოვა. ეს თანხა შედის გახარიას მიერ დასახელებულ 1,5 მილიარდში.

"მინდა გითხრათ, რომ ჩვენ აქტიურ კომუნიკაციაში ვართ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის გაგრძელების შესახებ შეთანხმება მიღწეულია. რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს პროგრამის გაგრძელების პირობებზე შეთანხმებას. ეს ჩვენი ეკონომიკისთვის ნიშნავს დამატებით 447 მილიონ დოლარს ეს არის შეთანხმების პირობები, რომელიც უკვე მიღწეულია", -აცხადებს გახარია.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42