საქართველოს ბანკი პროექტ Charte.ge-ს მხარდაჭერას აგრძელებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:51, 14 Apr, 2020     1265



საქართველოს ბანკი განათლების მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მიზნით, პროექტ Charte.ge-ს ფარგლებში, ბანკი ერთი წლის განმავლობაში 300 სოციალურად დაუცველ მოსწავლეს ინტერნეტის გადასახადს დაუფინანსებს. ახლა, როცა მთელი მსოფლიო ახალ რეალობაზე გადაეწყო და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების უმეტესობა განათლებას ონლაინ რეჟიმში იღებს, ორმაგად მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომი გავხადოთ ინტერნეტი მათთვის, ვისაც ეს ახლა კიდევ უფრო მეტად სჭირდება.

„დღეს საქართველოში სამწუხაროდ ბევრ სოციალურად დაუცველ მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტი. მიუხედავდ იმისა, რომ მათი უმრავლესობა ცხოვრობს ინტერნეტის დაფარვის ზონაში, მათ არ აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ ინტერნეტით. ინტერნეტთან წვდომა კი COVID 19 ის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი სოციალურად დაუცველ 300 მოსწავლეს ერთი წლის განმავლობაში ინტერნეტის გადასახადს სრულად დაუფინანსებს. ამით გვინდა ხელი შევუწყოთ მოსწავლეებს, სტუდენტებს მათი პოტენციალის ზრდასა და რეალიზებაში. ინტერნეტის მიწოდებით ახალგაზრდებს უჩნდებათ სწავლისა და განვითარების ახალი შესაძლებლობები, ჩვენ კი გვჯერა, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

პროექტის შესახებ ინფორმაცია:

charte.ge საქართველოს ბანკის სოციალური მეწარმეობის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტია. ის არის პლატფორმა, რომლის დახმარებითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაუფინანსოს იძულებით გადაადგილებულ უფროსკლასელებს თუ სოციალურად დაუცველს ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადი ან კომპიუტერი. პლატფორმა 2017 წელს შეიქმნა და მის მთავარ მიზანს განათლებისთვის ინტერნეტიზაციის ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. პროექტს ყოველთვიურად მხარს უჭერს 1400-ზე მეტი მოქალაქე და მონაწილე. მხარდამჭერი კომპანიების რაოდენობა დღესდღეობით 30 ორგანიზაციას ითვლის. პლატფორმისა და მისი დონორების ურთიერთთანამშრომლობით 563 მოსწავლეს უკვე აქვს წვდომა ინტერნეტთან.

ერთად ჩავრთოთ საქართველო www.charte.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42