3 მიზეზი, რატომ ვერ ჩაითვლება 150-ლარიანი კომპენსაცია ადეკვატურ ანაზღაურებად - დავით ბაქრაძის განმარტება
პოლიტიკა - 13:46, 14 Apr, 2020     764

„ევროპული საქართველოში" ამბობენ, რომ შექმნილ კრიზისულ ვითარებაში 150-ლარიანი კომპენსაცია ვერ ჩაითვლება ადეკვატურ ანაზღაურებად.

დავით ბაქრაძის შეფასებით, ნებისმიერი დახმარება უნდა იყოს რეალური და არა - ფორმალური.

ბაქრაძე 3 მიზეზს ასახელებს, თუ რატო ვერ ჩაითვლება 150-ლარიანი კომპენსაცია ადეკვატურ ანაზღაურებად იმ ადამიანებისთვის, ვინც სამსახური დაკარგა.

„სახელფასო დახმარების გაცემა არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ შექმნილ კრიზისულ ვითარებაში 150-ლარიანი კომპენსაცია ვერ ჩაითვლება ადეკვატურ ანაზღაურებად სამი მიზეზის გამო. პირველი მიზეზი – საქართველოში შრომისუნარიან მამაკაცზე საარსებო მინიმუმი გახლავთ 199 ლარი და იმ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლება საარსებო მინიმუმს აძლევს მოსახლეობას და თან არ ითვალისწინებს მათი საწყისი ხელფასის ზომას, რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება სამართლიანი კომპენსაცია.

მეორე მიზეზი გახლავთ ის, რომ ეს კომპენსაცია არ ითვალისწინებს მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულ ფენებს, მათ შორის, თვითდასაქმებულებს, განსაკუთრებით სოფლებში თვითდასაქმებულებს, სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს ანუ იმ ხალხს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს სახელმწიფოსგან ფინანსური დახმარება.

მესამე მიზეზი გახლავთ ის, რომ ცალკე აღებული სახელფასო კომპენსაცია, თუ ის არ იქნა სხვა კომპლექსურ ნაბიჯებთან ერთად, როგორიც არის გადასახადების შემცირება, საპენსიო ფონდიდან შენატანების გატანის მიცემის საშუალება, რომლითაც თითოეული ოჯახი მინიმუმ 500 ლარს აიღებს. ამ ყველაფერთან და კომპლექსურ ზომებთან ერთად ჩამოყალიბების გარეშე, ცალკე აღებულ 150 ლარს ვერ ექნება ამ ვითარებაში მოსახლეობის დახმარების და ეკონომიკური პრობლემების მოგვარების ფუნქცია,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42