ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ დღეს კიდევ 5 ადამიანის ანალიზის პასუხს ელოდებიან.
მისი თქმით, პაციენტების 60 პროცენტზე მეტს სხვადასხვა სიმძიმის პნევმონია აქვს.
„60 პროცენტზე მეტ პაციენტებში არის პნევმონია, რაც სხვადასხვა სიმძიმისაა. არის მძიმე, პრობლემური და კრიტიკულ სიტუაციას მიახლოებული პნევმონის ფორმა. ამ ეტაპზე ჩვენ გვიწევს 38 დადასტურებული შემთხვევა, კრიტიკულ ზღვარს მიახლოებული ძალიან მძიმე პნევმონიით სამი გვყავს. ჯერჯერობით ერთთან მეტი პრობლემა გვაქვს, დანარჩენ ორთან კი გარკვეულწილად თითქოს, სტაბილიზაციას მივაღწით და იმედია, ასე გაგრძელდება. დანარჩენ შემთხვევაში არის პნევმონიები, რომლებიც მკურნალობას აბსოლუტურად პასუხობენ და მათი მდგომარეობა მალე ალბათ გაუმჯობესდება“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






