„ახალგაზრდა ადვოკატები“, მცხეთის საჯარო სკოლებისთვის პროექტს „ადგილობრივი ლიდერები“ იწყებს
საზოგადოება - 12:48, 06 Nov, 2013     1842

„ახალგაზრდა ადვოკატები“, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის, პროექტის: “ადგილობრივი ლიდერები“ – განხორციელებას იწყებს.

პროექტის მიზანია, ფართო დიალოგის წარმოება დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან, მათთვის სამართლებრივი ცნობიერებისა და სამოქალაქო ღირებულებების უპირატესობის დასაბუთება, განსაკუთრებული ნიჭით გამორჩეული მოსწავლეების გამოვლენა და საზოგადოებისთვის წარდგენა, ახალგაზრდების დაინტერესება დემოკრატიულ პროცესებში თანამონაწილოებისთვის. ამ მიზნით, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ გამოცხადებულ კონკურსში და წარმოადგენენ ანალიტიკურ სტატიებს თემებზე: „საქართველოს ევროპული არჩევანი – შესაძლებლობების ანალიზი“; „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა – პერსპექტივები და მომავალი“ და  „სამოქალაქო საზოგადოების პასუხისმგებლობის სტანდარტები“, რომლებსაც შეაფასებს პროექტის საკონკურსო კომისია.

პროექტი უზრუნველყოფს გამარჯვებული და წარმატებული სტატიების გამოვლენას და ფართო საზოგადოებაში ავტორების გაცნობას. მასში მონაწილეობას მიიღებს მცხეთის მუნიციპალიტეტის 31 საჯარო სკოლის მე–12 კლასის მოსწავლეები, რომლებსაც ექნებათ საშუალება, დამოუკიდებლად აირჩიონ შეთავაზებული სამი საკითხიდან რომელიმე ერთი, კონკურსის პირობების შესაბამისად, წარმოადგინოს ანალიტიკური სტატია, ხოლო საკონკურსო კომისია უზრუნველყოფს თითოეულ საკითხზე სამი გამარჯვებული ნაშრომის გამოვლენას. პროექტი გამოავლენს პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ საუკეთესო ავტორებს, ხოლო თემები, რომლებიც დაიმსაუხრებენ წარმატებული ნაშრომის სტატუსს, გამარჯვებულ სტატიებთან ერთად, დაიბეჭდება პროექტის ფარგლებში მომზადებულ კრებულში. პროექტს დაასრულებს კონფერენცია, რომელშიც მონაწილეოაბს საკონკურსო თემის შესაბამისი ექსპერტები მიიღებენ, მოხდება კრებულის პრეზენტაცია და გამარჯვებული/წარმატებული სტატიების ავტორთა დაჯილდოევება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ პროექტში თანამონაწილეობისთვის მცხეთის საჯარო სკოლებს შორის იარსებებს ერთი შეზღუდვაც. სკოლას ექნება შესაძლებლობა, წარდგენილი სამი საკითხიდან, აირჩიოს მხოლოდ ერთი თემა. ამჟამად მიმდინარეობს საკონკურსო კომისიის ფორმირება. პროექტს მხარდაჭერა უკვე გამოუცხადა მცხეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცეტრმა. ნოემბრის თვეში, „ახალგაზრდა ადვოკატები“, უშუალოდ შეხვდებიან საჯარო სკოლის მოსწავლეებსაც და გააცნობენ ინიციატივაში ჩართულობის შესაძლებლობას.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საზოგადოებრივად მნიშვნელოვან საკითხებზე გამოცხადებული კონკურსი ერთი მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისტვის, იქნება პირველი შემთხვევა, რომელიც დაინტერესებას გამოიწვევს ყველა სხვა მუნიციპალიტეტის ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებასა და მოსწავლეებში. ახალი სახეების წარმოჩენა და მათი საინტერესო ხედვების სამზეოზე გამოტანა შესაძლებლობას გააჩენს ინიციატივა გახდეს მუდმივმოქმედი და მიეცეს ტრადიციული სახე. პროექტის ცენტრალური ხაზი – მოზარდების/მოსწავლეების ჩართულობა სასკოლო განათლებიდან უმაღლესი განათლების გზაზე, იქნება რეალურად უზრუნველყოფლი და წარმოჩენილი, რაც უკვე პირველკურსელობისა და სტუდენტობის ეტაპზე, ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, უფრო მეტი ინტერესით მოეკიდნონ საუნივერსიტეტო განათლების მიღებას, საუნივერსიტეტო შესაძლებლობებში ჩაბმვას და პროფესიონალად ჩამოყალიბებას.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ პროექტი მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის  დამამთავრებელი კლასის მოსწალეებისთვის 28 ოქტომბრიდან დაიწყო და 15 დეკემბერს დასრულდება. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ კონკურსი დაადგენსს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების მოტივაციას და მათ სამოქალაქო პასუხისმგებლობას, ახალგაზრდებში ინტერესის სფეროს და ხელს შეუწყობს ახალი ხედვების არსებობას, გამოავლენს საკონკურსო თემებში მსჯელობის ორიგინალურ აქცენტებს და დაადგენს ახლებურ მიდგომას, რომელიც დასმული პრობლემური თემის მიმართ იარსებებს, იდენტიფიცირებას გაუკეთებს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების ჩართულობის ხარისხსს პროექტის განხორციელებაში, განსახილველ თემებში გამოთქმული შეხედულებები შეთავაზებული იქნება საჯარო პოლიტიკის შემქნელი პირებისთვის, დაასაბუთებს ახალგაზრდობის ერთ–ერთ მიმართულებას - მონაწილეობას და შეადარებს ევროპულ სტანდარტს, გამოავლენს პრინციპებს, რითაც განხილულ თემებში გადაჭრის გზებია ნაჩვენები. 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42