"ნუ ეფარებით ექიმებს ზურგს უკან, თქვენ არ ასრულებთ თქვენ მიერვე მიღებულ კანონს საგანგებო მდგომარეობის შესახებ" - რომან გოცირიძე
პოლიტიკა - 19:50, 13 Apr, 2020     617

თქვენ არ ასრულებთ თქვენ მიერვე მიღებულ კანონს საგანგებო მდგომარეობის შესახებ - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ბიუროს სხდომაზე ისაუბრა. მან მმართველი გუნდი ორმაგი სტანდარტით მოქმედებაში დაადანაშაულა.
„რაც შეეხება იმას, რომ თითქოსდა ჩვენ არ მოგვწონს ის შედეგები, რაც არის ვირუსთან ბრძოლის მიმართულებით, არასდროს ეს არ გვითქვამს და ყოველთვის მადლიერებას გამოვხატავთ იმ ადამიანების მიმართ. ექიმებს და რისკის ზონაში მყოფ ადამიანებს განსაკუთრებული პრემიები ეკუთვნით, როცა ვირუსზე გავიმარჯვებთ, მაგრამ ბატონო არჩილ, ჩვენზე უკეთეს მდგომარეობაში იყო სომხეთი და ერთმა ქორწილმა, ჯვრისწერამ, რომელსაც 300 კაცი ესწრებოდა, ააფეთქა ქვეყანა. თქვენ, მთავრობა თვალს ხუჭავთ, ორმაგი სტანდარტით მოქმედებთ და მაშინ თქვენ პასუხი უნდა აგოთ ხალხის წინაშე, ნუ ეფარებით ექიმებს ზურგს უკან. თქვენ პოლიტიკური მოსაზრებებით არ ასრულებთ თქვენ მიერვე მიღებულ კანონს საგანგებო მდგომარეობის შესახებ. ორმაგი სტანდარტით მოქმედება ქვეყანას ძვირად დაუჯდება, ნუ ეთამაშებით ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42