"დღეს, შეთანხმების წინააღმდეგ ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეთ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან პასუხს აგებთ" - რომან გოცირიძე
პოლიტიკა - 18:56, 13 Apr, 2020     559

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, რადგან ხელისუფლებამ პირობა დაარღვია და ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა მიუსაჯა.
„კრიტიკა და მითითება თანამშრომლობის ფორმაა. ბევრ რამეს ოპოზიცია გაიძულებთ და ნუ ჩათვლით, რომ ეს არის მორატორიუმი კრიტიკაზე, რადგან ასეთი მძიმე ვითარებაა. მით უმეტეს, ბიუჯეტის ფულით საარჩევნო კამპანია დაიწყეთ. განაცხადეთ, მადლობა მაჟორიტარებსო, მათ ეს გააკეთეს, ბიზნესის მიერ ბიუჯეტში შემოტანილი ფულით. რაც შეეხება თანამშრომლობის გაგრძელებას, თქვენ დაარღვიეთ ყველა ადამიანური წესი, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ერთ მაგიდასთან მსხდომმა ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს და დავიწყეთ საკონსტიტუციო ცვლილებები. თქვენ, ბატონო თავმჯდომარევ, ორი დღის წინ სიამაყით განაცხადეთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილელებს საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ჩაატარებთ და გაიტანთ. უკვე ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ, რადგან პირობა თქვენ დაარღვიეთ. დღეს, შეთანხმების წინააღმდეგ ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეთ, ადამიანი ციხეში ჩასვით. თქვენმა პროკურატურამ და ყურმოჭრილმა სასამართლომ ორგანიზატორობაც კი ვერ დაუდასტურეს, „მონაწილეობისთვის“ მიუსაჯეთ. აქ 20 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, თქვენს მიერ დარბაზში გავრილოვის შემოყვანის გამო და მაშინ, ისინიც დააპატიმრეთ. სამწუხაროდ, შეზღუდულ ვითარებაში, მორალური ვალდებულების ტვირთი გვქონდა, რომ ზედმეტად კრიტიკულები არ ვყოფილიყავით, მაგრამ თქვენ მოგვეცით ამის საბაბი და გამოგვიყვანეთ ამ მდგომარეობიდან. საკონსტიტუციო პროცესი თქვენ ჩაშალეთ და საერთაშორისო თანამეგობრობასთან პასუხს თქვენ აგებთ“, – მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას გოცირიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42