აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს კორონავირუსთან საბრძოლველად $1,1 მილიონით დაეხმარება.
აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის თქმით, ეს ხელს შეუწყობს ინფექციის კონტროლსა და პრევენციას.
"USAID-მა ახლახანს გამოაცხადა 1,1 მილიონი დოლარის ოდენობის საგანგებო ჯანდაცვის დახმარების პროგრამა კოვიდ 19-თან ბრძოლაში საქართველოს მხარდასაჭერად. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ტექნიკური დახმარება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს რეაგირებისა და ეპიდემიის კონტროლის შესაძლებლობის გაუმჯობესებას. აგრეთვე საგანგებო ვითარების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობას. საგულდაგულოდ შედგენილი დახმარების პროგრამა მიზნად ისახავს შეავსოს ის მნიშვნელოვანი საქმე, რასაც საქართველოს მთავრობა, მოქალაქეები, დონორები და ჯანდაცვის წარმომადგენლები ასრულებენ", -ამბობს აშშ-ს ელჩი.
მასალის გამოყენების პირობები






