ირაკლი კობახიძის შეფასებით, ბზობის დღესასწაულზე, "არა ერთ ადგილას კანონი დაირღვა", რაზეც სახელმწიფოს რეაგირება ექნება.
"ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი, ჩვენ ვიხილეთ გუშინ ვითარება, როდესაც არაერთ ადგილას საგანგებო რეჟიმით გათვალისწინებული შეზღუდვები დაირღვა. ეს არის მიუღებელი და ასეთ დროს ხელისუფლებას ბუნებრივია ექნება შესაბამისი რეაგირება. რეაგირების ზომაც არის გაწერილი შესაბამის სამართლებრივ აქტებში. მათ შორის ჯარიმა, რომელიც არის პირველი სანქცია. სახელმწიფოს ექნება თავისი სამართლებრივი აქტებიდან გამომდინარე რეაქცია", - აღნიშნა კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.
რაც შეეხება მომდევნო დღეებს, კობახიძის თქმით, ამაზე კონსულტაციები გაიმართება.
"გვექნება კონსულტაციები. ჩვენი პასუხისმგებლობაა, მოვუსმინოთ ყველას და მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება ქვეყანას"- აღნიშნა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ.
მასალის გამოყენების პირობები






