"ხელისუფლების მინუს ფსკერი... ივანიშვილი მომაკვდინებელი პანდემიით სარგებლობს, და როცა ხალხი სიკვდილს ებრძვის, ასამართლებს პოლიტიკოსებს"- ნიკა მელია
პოლიტიკა - 14:27, 13 Apr, 2020     555
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე , ნიკა მელია ირაკლი ოქრუაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება.

მისი თქმით, მომდევნო ხელისუფლების პირობებში, "ყურმოჭრილი ამფსონი", მოსამართლის სახით, უნდა გასამართლდეს.

ნიკა მელიამ TV პირველის ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ ოქრუაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობდა და ისე გამოიტანეს განაჩენი. ოპოზიციონერი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ყველა შეთანხმება არის ფუჭი და არანაირ შეთანხმებაზე საუბარი აღარ შეიძლება.



"ივანიშვილის ხელისუფლება ყოველთვის ახერხებს იმას, რომ უფროდაუფრო ღრმად გახვრიტოს ფსკერი. გვგონინია, რომ ფსკერზე არიან, თუნდაც სამართლებრივად ან სხვა თვალსაზრიზით, ეს არის მინუს ფსკერი, ჩადიან და ჩადიან. პუტინის სასამართლოც კი არ უსჯის აქციაში მონაწილეობისთვის, არათუ პოლიტიკურ ლიდერს, არამედ რიგით მონაწილესაც თავისუფლების აღკვეთას 5 წლით.

ოქრუაშვილის მიმართ ბრალდება არის აბსურდული. ნათელი იყო, რომ ივანიშვილის გამო აღძრეს საქმე, ვინაიიდან ბევრ საკითხზე საუბრობდა ოქრუაშვილი ივანიშვილთან მიმართებით. რას ედავებოდნენ მას მტკიცებულებების გარეშე, არც ვიდეო, არც ფოტომტკიცებულება არ არსებობს მის წინააღმდეგ.
ოქრუაშვილი გაასამართლეს აქციაში მონაწილეობისთვის. ათასობით საქართველოს მოქალაქე იდგა რუსთაველზე იმ დღეს.

რომელ მოლაპარაკებაზეა საუბარი?! მოსალოდნელი იყო ეს. არავის ქონდა იმედი, რომ ხელისუფლება თაიგულივიდ გადაიშლებოდა და ზნეს შეიცვლიდა. ეს უკვე მეტისმეტია "ქართული ოცნებისთვისაც" კი. აქციაში მონაწილეობისთვის ადამიანი გაასამართლო. ყველა შეთანხმება არის ფუჭი. არანაირ შეთანხმებაზე საუბარი აღარ შეიძლება. ბუნებრივია, რომ ივანიშვილი სარგებლობს, მომაკვდინებელი პანდემიით, როგორც უზნეო ადამიანი. მაშინ, როცა ხალხი მთელ მსოფლიოში სიკვდილს ებრძვის, ეს ადამიანი სარგებლობს და ჩინჩალაძის ხელით ასამართლებს პოლიტიკოსებს. მადლობა ელჩებს, რომ ეცადნენ, რომ ეს შეთანხმება შემდგარიყო. მაგრამ დაინახეს მათაც რომ ეს არ აღსრულდა.
დარწმუნებული ვარ, ამ ფაქტს მიყვება სესაბამისი რეგირება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ხელისუფლებას მოუწევს პოლიტიკური ფასის გადახდა არამხოლოდ ირაკლი ოქრუაშვილის საქმისათვის.... ეს მასამართლე გასასამართლებელია. სანამ რამდენიმე ასეთი ყურმოჭრილი ამფსონი ნებისმიერი ხელისუფლების, არ გასამართლდება, ყოველთვის ექნება, ყველა მომდევნო ხელისუფლების პირობებში ცდუნება, მოსამართლეს, რომ დაემორჩილოს აღმასრულებელ ხელისუფლებას. ბატონმა ლავრენტიმ [მაღლაკელიძემ] ჩვეულებრივად უნდა იაროს საქართველოს ველ-მინდვრებში და ქუჩებში, მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვლება და პასუხი არავინ მოთხოვოს?" - აცხადებს ნიკა მელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42