"ბიძინა ივანიშვილი არღვევს შეთანხმებას , ქვეყანაში პოლიტიკური დევნა გრძელდება" - ლაშა ჩხარტიშვილი ოქრუაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებაზე
პოლიტიკა - 14:06, 13 Apr, 2020     671

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი ირაკლი ოქრუაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება.


იგი "ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთნახმების დარღვევაში ადანაშაულებს და მოუწოდებს, მსგავსი ქმედებები შეწყვიტოს.

„პოლიტიკური დევნა გრძელდება ქვეყანაში. დღევანდელი გადაწყვეტილებაც ადასტურებს იმას, რომ ოპოზიციას ხელისუფლება დევნის სხვადასხვა ფორმით, სასამართლოს სახელით რეალურად პოლიტიკური მოტივებით, მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, შეწყვიტოს ეს ქმედებები იმიტომ, რომ მას ვერ უშველის საგანგებო სიტუაცია და ეპიდემიის ფონი. მას აუცილებლად მოუწევს როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო საზოგადოების წინაშე იმის გამო, რომ არღვევს კვლავ შეთნხმებას და არათუ წყვეტს პოლიტიკურ საქმეებს, არამედ ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე დღის წინ იგივე ზოდელავასთან მიმართებაში წამოწყების მცდელობა 13 წლის წინანდელი საქმის. ასე რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე შეიძლება გადაიზარდოს ფართომასშტაბიან აქციებში როგორც კი დამთავრდება საგანგებო სიტუაცია. მაინც იმედს დავიტოვებ, რომ ეყოფა კეთილგონიერება და საკუთარი თავის გადარჩენის ინსტიქტიც ივანიშვილს და სააპელაციო სასამართლოს ეტაპზე მაინც მიიღებს სხვაგვარ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42