"აქ კანონი არაფერ შუაში იყო" - ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
სამართალი - 13:26, 13 Apr, 2020     1072

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს განაჩენს ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

მამუკა ჭაბაშვილის თქმით, სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ნაწილში გამართლდა, თუმცა, ის ჯგუფური ძალადობის მონაწილეობაში დამნაშავედ ცნო.

“ბრალდება ორი ნაწილისგან შედგებოდა. ირაკლი ოქრუაშვილს ძალადობის ხელმძღვანელობასა და ამ ძალადობაში მონაწილეობას აბრალებდნენ. სასამართლომ ხელმძღვანელობაში გაამართლა, მონაწილეობაში ასობით ადამიანი იყო და მაინც და მაინც ირაკლი ოქრუაშვილი გამოარჩიეს და მიუსაჯეს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა. ​რაც მთელს საქართველოს აქვს კადრები ნანახი, ის გაიმეორა რამდენიმე პოლიციელმა, რომ იქ იყო ხალხის მასა, რომ გვაწვებოდა, მათ შორის იყო ირაკლი ოქრუაშვილიცო. სხვა არაფერი არც უთქვამთ და არც სადმე წერია, რომ ვინმეს შეეხო ირაკლი ოქრუაშვილი ფიზიკურად, ან მისი მოწოდებით ვიღაცამ ვიღაცაზე იძალადა. მიტინგები როცა მიმდინარეობდა ათობით ადამიანი მოჰყავდათ ყოველ დღე სასამართლოში და მაქსიმუმ ან აჯარიმებდნენ ან ადმინისტრაციულ რამდენიმედღიან პატიმრობას უფარდებდნენ, ზუსტად ანალოგური ჭყლეტვის გამო. ვთვლი, რომ აქ კანონი არაფერ შუაში იყო. ბუნებრივია, გავასაჩივრებთ, მაგრამ დიდი მოლოდინი არ მაქვს. როცა პოლიტიკა უფრო წინ არის, ვიდრე სამართალი, ალბათ სხვა გარემოებებმა უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი“, – განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42