20-21 ივნისის საქმეზე, ირაკლი ოქრუაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას "ნაციონალური" მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე ეხმაურება.
დეკანოიძე ოქრუაშვილისტვის პატიმრობის მისჯას, შეთითხნილს უწოდებს და აცხადებს, რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა მძიმე სიტუაციით სარგებლობა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს. ხატია დეკანოიძე წერს, რომ თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან არანაირი შეთანხმება არ იქნება.
"ოქრუაშვილისთვის შეთითხნილ ბრალდებაზე მისჯა არის ივანიშვილის ხელისუფლების ზუსტი სახე - არაფერი ადარდებს და ახლა გადაწყვიტა, რომ ამ მძიმე სიტუაციით ისარგებლოს.
შეთანხმების დარღვევა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ რეჟიმის და ოლიგარქიის შინაარსის შეცვლა არ არსებობს. შეცვლის მხოლოდ ერთი გზაა - მისი ხელისუფლებიდან ჩამოცილება.
მოლაპარაკებებზე და შეთანხმებაზე ყოველთვის სკეპტიკური დამოკიდებულება მქონდა - თუმცა პანდემიით სარგებლობა ყველაზე ამაზრზენია, ოლიგარქის სტადარტითაც კი.
20 ივნისს მეც იქ ვიყავი და ოქრუაშვილს იმაზე მეტი არაფერი ჩაუდენია, რაც მე - ყველა დასაჭერი ვყოფილვართ..
პოლიტპატიმრები გარეთ - ან არავითარი შეთანხმება" - წერს ხატია დეკანოიძე.
მასალის გამოყენების პირობები






