ეკონომიკური გადარჩენისა და ხალხის დახმარების გეგმა - რა შემთხვევაში დაუჭერს მხარს ოპოზიცია საგანგებო მდგომარეობის განანგრძლივებას
პოლიტიკა - 12:30, 13 Apr, 2020     545
ოპოზიცია საგანგებო მდგომარეობის კიდევ ერთი თვით გახანგრძლივებას სავარაუდოდ მხარს არ დაუჭერს. ხელისუფლების ოპონენტები "ქართული ოცნებისგან" ანტიკრიზისული გეგმის დასახელებას ითხოვენ. ოპოზიციის წარმოადგენელთა განცხადებით, აუცილებელია, ხელისუფლებამ დაასახელოს მოდელი, როგორ შეძლებს ეკონომიკური კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანას.

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ხალხი უმუშევრადაა დარჩენილი, ხელისუფლებას კი მათი დახმარების გეგმა ამ დრომდე არ წარმოუდგენია.
ენმ-ში ხელისუფლების მხრიუდან ბიზნესის დახმარების პროექტსაც ელოდებიან და მხოლოდ ამის შემდეგ დაუჭერენ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის კიდევ ერთი თვით გახანგრძლივებას მხარს.
"ჩვენი მხარდაჭერა ამ საკითხზე არ იქნება უკრიტიკო და უპირობო. მათ აუცილენლად უნდა წარადგინონ დოკუმენტი საგანგებო მდგომარეობის შესახებ, სადაც ასახული იქნება ყველა დეტალი, დახმარების პროექტი, თუნდაც ბიუჯეტში ცვლილებები, რომელიც უნდა აისახოს თითოეული ოჯახზე. ხალხი მშიერია. ათიათასობით თვითდასააქმებული სახლში ზის, ამას დამატებული ადმინისტრაციული წესით საწარმოების დახურვა. ამ ყველაფერს არ მოჰყოლია ხელისუფლების შემხბვედრი ნაბიჯი.

ბიზნესთან მიმართებით საგადასახადო ცვლილებებია მისაღები. ანტიკრიზიუსლი პაკეტის გარეშე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ნიშნავს ადამიანების გაწირვას შიმშილისთვის"- აღნიშნავს რომან გოცირიძე. ეკონომიკური გადარჩენისა და ხალხის დახმარების გეგმის გარეშე საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს არ დაუჭერს „ევროპული საქართველო“.

დავით ბაქრაძის თქმით, საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს მძიმე შეზღუდვებს, რომელსაც გააჩნია უკიდურესად უარყოფითი ეფექტი ეკონომიკაზე და ამიტომ, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებასთან ერთად, აუცილებელია ხელისუფლებამ დადოს კონკრეტული გეგმა, თუ რას აპირებს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს დავუჭერთ სამედიცინო კარანტინის ყველა იმ ზომას, რომელიც აუცილებელია მოქალაქეთა ჯანმრთელობის დასაცავად. მაგრამ, საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს ბევრად მეტ და მძიმე შეზღუდვებს, რომელსაც გააჩნია უკიდურესად უარყოფითი ეფექტი ეკონომიკაზე. ამიტომ აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებასთან ერთად ხელისუფლებამ დადოს კონკრეტული გეგმა, თუ რას აპირებს ეკონომიკაში"- აცხადებს ბაქრაძე.

მისი თქმით, აქამდე ხელისუფლება აბსტრაქტულად, პოსტ-კრიზისულად მოქმედებს.

"უნდა ვიცოდეთ, კონკრეტულად აპრილში თუ როგორ ეხმარება ის უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს, სოციალურად ყველაზე გაჭირვებულებს და ბიზნესს. ასეთი გეგმა საგანგებო მდგომარეობის აუცილებელი ნაწილია, ჩვენ სამედიცინო კარანტინის ღონისძიებებს ნებისმიერ შემთხვევაში დავუჭერთ მხარს, მაგრამ ეკონომიკური გადარჩენის და ხალხის დახმარების გეგმის გარეშე საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს ვერ დავუჭერთ,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ხელისუფლებისაგან მოითხოვს, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობის პერიოდის დეტალური ანგარიში გამოქვეყნდეს, ფინანსური ინფორმაციის ჩათვლით, წინააღმდეგ შემთხვევაში, „ლელო საქართველოსთვის“, საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებას მხარს არ დაუჭერს. მოძრაობაში სულ უფრო მეტად რჩებათ შთაბეჭდილება, რომ მმართველი გუნდი კრიზისული ვითარების საკუთარი პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს.

დავით უსუფაშვილის თქმით, სერიოზულ ეჭვებს ბადებს ის რეგულაციები, რომელიც ამა თუ იმ ბიზნესს ფუნქციონირების საშუალებას აძლევს, ხოლო სხვას უკრძალავს ამას.

„საქართველოს მართლაც სჭირდება საგანგებო პოლიტიკა, რომელიც გასტარებელია ერთი მხრივ, კორონავირუსთან ბრძოლის მიმართულებით, სადაც გვაქვს წამატებები და მეორე მხრივ, საზოგადოებრივი ცხოვრების ადაპტირებისთვის კორონავირუსის პირობებში ცხოვრების გამოწვევებთან, სადაც გვაქვს სერიოზული პრობლემები. ეს გამოწვეულია იმით, რომ მთავრობამ დღემდე ვერ მოახერხა ერთიანი ანტიკრიზისული პროგრამის შემუშავება, სადაც გათვალისწინებული იქნებოდა კორონავირუსთან ბრძოლის პრიორიტეტებიც და საზოგადოების ფუნქციონირების ახალ გარემოებებთან ადაპტირების კონკრეტული მიდგომებიც. საქართველოს მოსახლეობის ყველაზე უფრო გაჭირვებული ნაწილი დაგვრჩა ყველაზე უფრო უყურადღებოდ და პრობლემურ ვითარებაში. ეს ის ხალხია, ვისაც არ გააჩნია დანაზოგი და ყოველდღიური შრომით შოულობდა სარჩოს" - განაცხადა უსუფაშვილმა.საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებას მხარს უპირობოდ აღარ დაუჭერს ლებან კობერიძეც.

„დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ამბობს, რომ მხარდაჭერისთვის მათთვის მნიშვნელოვანი იქნება, ხელისუფლებამ კონკრეტული გეგმა წარმოადგინოს როგორც ეკონომიკური, ასევე ჯანდაცვის მიმართულებით.„ახლა მეორე ეტაპი იწყება და ამ მეორე ეტაპის დროს, ჩვენი მხრიდან ვერ იქნება უპირობო, თუკი არ იქნება მეტ-ნაკლებად სრულყოფილი გეგმები წარმოდგენილი ეკონომიკის და ჯანდაცვის თვალსაზრისით,“-განაცხად ლევან კობერიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42