ამ დროსითვის თბილისში ორი დიდი კლინიკაა დახურული, კარანტინი გამოცხადდა მედიცინის ინსტიტუტში, სადაც კოვიდ 19 ექიმს დაუდასტურდა. დახურულია ქართულ-ჰოლანდიური კლინიკაც, სადაც ერთ-ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც გაირკვა, 72 წლის ქალი აქ გულის შეტევით შეიყვანეს, მას თავდაპირველად ანალიზით კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა მას შემდეგ რაც ქალის მეუღლე შეუძლოდ გახდა და კორონავირუსი ოფიციალურად დაუდგინდა, ქალს ხელმეორედ ჩაუტარდა ანალიზი, პასუხი კი დადებითი აღმოჩნდა.
რაც შეეხება ქართულ-ჰოლანდიური კლინიკის თანამშრომლებს, იისინი დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.
თბილისი არ არის ერთადერთი ქალაქი, სადაც კლინიკები დაიხურა. კარანტინია გამოცხადებული ქობულეთში, დახურულია მარნეულის ავერსის კლინიკაც.
კლინიკების დახურვასა და მედპერსონალის დაინფიცირების შემთხვევებს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მედპერსონალი არ იყო გადამზადებული კორონავირუსთან საბრძოლველად. ამასთან, მათივე შეფასებით, მცირე ზომის კლინიკებში არ არის სათანადო აღჭურვილობა, რომ ინფიცირებულებს უმკურნალონ.
"სახეზე გვაქვს იმ რეკომენდაციების უგულვებელყოფა, რომელზეც საერთაშორისო სპეციალისტები საუბრობენ. ამაზე პასუხიემგებლობა კი პირბველ რიგში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ანუ ხელსიუფლებას ეკისრება. საქართველოს მასშტაბით მედიკოსებისთვისთვის ტრეინინგი არ ჩატარებიათ, თუ რა შემთხვევაში, როგორ უნდა მოიქცნენ.
მეორე პრობლემაა ტესტირება - აუციელებელი და სავალდებულო ტესტირება უნდა იყოს.
მესამე - აუცილებელია, მთელი საქართველოს მასშტაბით მედიკოსების სამედიცინო აღჭურვილობა, მთელი კომპლექტაცია მედპესონალისთვის. ძალიან სერრიოზული პრობლემაა სწორედ ეკიპირების"- აცხადება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე.
"ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილიც მთავარ პრობლემად სამედიცინო პერსინალის სრულად ეკიპირების არასებობას ასახელებს.
"მათ აუცილებლად გავლილი უნდა ჰქონდეთ ტრეინინგი როგორ უნდა მოიქცნენ, როცა ხდება შემთხვევა, არა კოვიდ კლინიკაში, არც ცხელების კლინიკაში, არამედ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში. შეიძლება სწორედ აქ აღმოჩნდეს ინფიციურებული და უნდა იცოდეს მედპერსონალმა როგორ უნდა იმოქმედოს ასეთ დროს.
მათ უნდა იცოდნენ როგორ უნდა დააზღვიონ ასეთი პაციენტის შემოევლა სამედიცინო დაწესებულებაში, რომ ამან მთლიანად სამედიცინო დაწესებულების პარალიზება და კარანტინში განთავსება არ გამოიწვიოს"- აცხადებს ჭიაბერაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






