ალავერდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა განაცხადა, რომ სინოდის წევრების ილია მეორესთან შეხვედრა უახლოეს პერიოდში იგეგმება.
მისი განმარტებით, პატრიარქთან ერთად განიხილავენ საკითხს, რომელიც კორონავირუსზე სასულიერო პირების შესაძლო ტესტირებას ეხება.
„თუ სპეციალისტებს დავუჯერებთ, ამბობენ, რომ სწრაფი ტესტი არ არის სანდო და ლაბორატორიის პასუხი უფრო სანდოა. თუ ვთქვათ, არ არის სანდო, რომლითაც შეიძლება ვიღაცას მძიმე ტვირთად დავადოთ უარყოფითი პასუხი, მაშინ სჯობს, თავი შევიკავოთ. თუ გადაწყდება, რომ უნდა ჩატარდეს ერის ადამიანების, სასულიერო პირების აუჩქარებელი ტესტი, ჩვენთვისაც საინტერესოა, ვიცოდეთ ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ, ოღონდ, ამაზე გადაჭრით პასუხი არ არის, დავიცდით. შეხვედრა შედგება კათოლიკოს-პატრიარქთან და ეს საკითხი დღის წესრიგში თუ დადგა, იქ ვიმსჯელებთ. რისკჯგუფს მიეკუთვნებიან სასულიერო პირები? ის, რომ დამშვიდდეს ვიღაც, შეიძლება თავს ვიდოთ ეს შრომა. რისკჯგუფს რომ მუვეკუთვნებით, რადგან ბევრ ადამიანს ვხვდებით, ესეც ფაქტია. მაგრამ სიმშვიდე ყველაზე უკეთესია. თუკი იქნება ესეთი მოთხოვნა, თუკი იქნება ასეთი მსჯელობა და ერთობლივი გადაწყვეტილება, დავექვემდებარებით გადაწყვეტილებას.“, – აღნიშნა აბბა ალავედელმა დავითმა.
მასალის გამოყენების პირობები