საინტერესო ტექნოლოგიაა... არსებობს საფრთხეები პიროვნების თავისუფლებასთან დაკავშირებით - შეცვლის თუ არა კარანტინს კონტაქტების ციფრული თვალთვალის რეჟიმი
ეს საინტერესოა - 14:39, 12 Apr, 2020     1296
მასობრივი თვითიზოლაცია კორონავირუსით დაავადებისაგან იცავს, მაგრამ მსოფლიოს ბევრი კომპანია გაკოტრების ზღვარზეა, ხოლო მილიონობით ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა. მთელს მსოფლიოში ახლა ფიქრობენ, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნება, რომ მასიური დაინფიცირება თავიდან იქნას აცილებული.

ერთეrთი სცენარი მობილური ტელეფონების მეშვეობით ადამიანის კონტაქტების ციფრული თვალთვალია (digital contact tracing), რომლის მეშვეობითაც ხელისუფლება მარტივად დაადგენს, ნებისმიერ ადამიანს, ვისთანაც COVID-19-ით დაინფიცირებულს ურთიერთობა ჰქონდა. ეს შეიძლება განხორციელდეს ან სპეციალური აპლიკაციით, ან მობილური ოპერატორების მეშვეობით. ეს პრაქტიკა უკვე დაინერგა სინგაპურშ, სამხრეთ კორეასა და ტაივანში, ხოლო დასავლეთში საკუთარ მეთოდზე მუშაობენ.

ანუ თვითიზოლაციის რეჟიმს შეიძლება მოჰყვეს რეჟიმი, როდესაც ხელისუფლებას თითოეული თქვენი ნაბიჯი ეცოდინება, ეს კი ადამიანის უფლებების დარღვევაა.

აღსანიშნავია, რომ 10 აპრილს პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია სწავლობს ძალიან საინტერესო ტექნოლოგიას, მაგრამ "არსებობს საფრთხეები პიროვნების თავისუფლებასთან დაკავშირებით". რამდენიმე დღით ადრე Apple-მ და Google-მა გტანაცხადეს, რომ მათ გააერთიანეს თავისი რესურსები კონტაქტებზე დაკვირვების პროგრამების შექმნასთან დაკავშირებით.

სინგაპურში შეიმუშავეს პროგრამა TraceTogether, რომელიც მუშაობს არა გეოლოკაციის არამედ Bluetooth კავშირის მეშვეობით. როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთთან 2 მეტრზე ახლოს მივა, მათი ტელეფონები ამ ფაქტს აფიქსირებენ, ხოლო თუ ურთიერთობა ნახევარ საათზე მეტ ხანს გრძელდება, ხდება ჩაწერა. შესაბამისად, ერთერთის დაინიცირების შემთხვევაში, მისი ტელეფონის მეშვეობით შესაძლებელი იქნება გამოვლინდეს ყველა კონტაქტი და ასევე კონტაქტის კონტაქტები ბოლო 14 დღის განმავლობაში.

სამხრეთ კორეაში ხელისუფლებას GPS-ის ინფორმაციას მობილური ოპერატორები აწვდიან და ასევე ხდება საბანკო სისტემიდან დაინფიცირებული ადამიანის მიერ საბანკო ბარათს გამოყენების ისტორიის ამოღებაც.

ჩინეთში არსებობს Health Check სისტემა, რომლის მიხედვითაც ადამიანს მობილურის მეშვეობით ენიჭება სპეციალური QR კოდი, რომელიც სხვადასხვაფრად ანათებს - მწვანე, ნარინჯისფერი (7 დღიანი კარანტინი) და წითელი (14-დღიანი კარანტინი) მწვანე ფერის სიგნალის მქონე ადამიანს თავისუფლად გადაადგილება და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა შეუძლია.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ადრე, როდესაც ტოტალიტარული ან ჰიბრიდული რეჟიმები საკუთარი მოსახლეობის მობილური ოპერატორების მეშვეობით თვალთვალს იწყებდნენ, ამას უფლებადამცველი ორგანიზაციების მასობრივი პროტესტი მოჰყვებოდა ხოლმე, თუმცა ამჟამად, კორონავირუსის დროს, მხოლოდ ერთეული პირები აპროტესტებენ მობილურ თვალთვალს.

Freedom House-ის სპეციალისტი აცახდებს, რომ ამ კუთხით ახალი პროგრამების დაწერა აუცილებელი არ არის.

"ხელისუფლებებმა კარგად იციან, თუ სად არის ესეთი პროგრამები და გამოიყენებენ მათ, თუმცა რთული იქნება გაკონტროლება, ხომ არ გააგრძელებს ესა თუ ის მთავრობა, თვალთვალს, მას შემდეგ რაც პანდემია დასრულდება. დღეს ისიც არ ვიცით, როდის გამოაცხადებს ჯანმო COVID-19-ის საფრთხის აღმოფხვრის შესახებ, მასზე სხვადასხვა პროგნოზები არსებობს. "თვალთვალი" შეიძლება რამდენიმე წელიც გაგრძელდეს," - აცხადებს Freedom House-ის წარმომადგენელი.

ბუნებრივია ეს მონაცემები ხელისუფლების ხელში იყრის თავს. ამასთან, არც ის არის გამორიცხული, რომ ის ჰაკერების ხელშიც აღმოჩნდეს, მსგავსი მაგალითები არაერთია.

"პანდემიის შემდეგ ჩვენ ყველა შეიძლება სერიალ Black Mirror-ის გმირები გავხდეთ," - ამბობს ის.

მსგავსი გადახვევები უკვე ახლავც გვხვდება. მაგალითად, პროგრამა, რომელსაც მოსკოვის მერია იყენებს, ითხოვს ტელეფონის კამერაზე, კონტაქტებზე და სხვა ინფორმაციაზე წვდომასაც ითხოვს.

"პანდემიის დროს, შესაძლოა, ამგვარი კონტროლი სასარგებლოც იყოს, თუ ის გამჭვირვალედ განხორციელდა, მაგრამ არსებობს კიდევ ავტორიტარული რეჟიმები, როგორიცაა რუსეთი, ჩინეთი, ირანი და სხვ., რომელთა ინფორმაციასაც ადამიანები არ ენდობიან, რადგან მათ ეს შეიძლება საკუთარი მოსახლეობის კონტროლისთვის გამოიყენონ," - წერს Washington Post-ის მიმომხილველი დევიდ იგნატიუსი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42