მეუფე გრიგოლი : როგორ შეიძლება, მეუფის კურთხევა იყოს მოწოდება, რომ ადამიანმა კანონი დაარღვიოს
რელიგია - 13:53, 12 Apr, 2020     1947

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ სააღდგომო ლიტურგიაზე ისაუბრა და მრევლს კანონის დაცვისაკენ მოუწოდა.

„ეს მდგომარეობა ჩვენთვის, როგორც ალბათ ყველასთვის მძიმე არის და ძალიან ძნელია ამაზე ადამიანმა ზედაპირულად ისაუბროს. ბუნებრივია, როდესაც განსაცდელის ჟამს ადამიანი ღმერთთან ეძებს თავშესაფარს და ყველა სხვადასხვანაირად განიცდის ღმერთის არსებობას. რა თქმა უნდა, აი ეს შეზღუდვა ძალიან არასასიამოვნოა, რთულია, საერთოდ ძალიან მტკივნეულია ცრემლის გარეშე უყურებდე დაცარიელებულ ტაძრებს“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

სასულიერო პირმა მრევლს კანონის დაცვისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ შეუძლებელია მეუფის კურთხევა იყოს მოწოდება, რომ ადამიანმა კანონი დაარღვიოს.

„როგორ შეიძლება, რომ მეუფის კურთხევა იყოს მოწოდება, რომ ადამიანმა კანონი დაარღვიოს, ეს უკვე თითოეული ადამიანის გადასაწყვეტია. ჩვენ არ ვართ ამ სახელმწიფოში აღმასრულებელი ორგანო. იესო ქრისტე ამბობს, რომ მეუფება ჩვენი არა ამსოფლიური არს და ამ სოფელში კეისრის ხელისუფლება არის და თითოეული ადამიანის გადასაწყვეტია, როგორ მოიქცევა. მე პირადად ვერ მოვუწოდებ კანონის დარღვევისკენ, თუ ეს კანონი არანაირად არ ეხება მიზანდასახულად ღმერთის წინაშე გალაშქრებას“, – განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42