გირჩი "საგანგებო მდგომარეობის" აკრძალვების გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს
პოლიტიკა - 16:53, 11 Apr, 2020     769
  • მარნეულსა და ბოლნისში გამოცხადებული კარანტინის გამო გადაადგილების უფლების შეზუდვა;
  • სამზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა საჯარო სივრცეში;
  • ერთ ავტომობილში სამზე მეტი ადამიანის ყოფნის აკრძალვა და წინ, მძღოლის გვერდით ჯდომა;
  • ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა.


ეს ის საკითხებია, რომლებსაც "გირჩი", 13 აპრილს, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. პარტიის წევრი, იურისტი ლევან ჯგერენაია ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს შემოღებული ეს შეზღუდვები არაკონსტიტუციური და არაგონივრულია და მათი ნაწილი მიმოსვლის თავისუფლებას, ნაწილი კი თავისუფალი განვითარების უფლებას ეწინააღმდეგება, რაც ადამიანს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული.

„ამ შეზღუდვებს არაფერი აქვს საერთო ვირუსის გავრცელების პრევენციასთან და სინამდვილეში ის სპექტაკლია, რომელიც საარჩევნოდ მოაწყო ხელისუფლებამ“.

მისივე თქმით, მიუხედავად საგანგებო მდგომარეობის არსისა და შინაარსისა, შეზღუდვები არ შეიძლება იყოს ყოვლისმომცველი და მათ რაციონალური ახსნა უნდა ჰქონდეს. ჯგერენაიას აზრით, შეზღუდვებისთვის საჭიროა არსებობდეს ლეგიტიმური მიზანი, რაც ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი ჯანდაცვა შეიძლება იყოს და აუცილებლად უნდა იყოს დაცული პროპორციული ძალის გამოყენების პრინციპი, რისი ვალდებულებაც აქვს სახელმწიფოს.

„ხელისუფლების მიერ გამოყენებული ზომები არაგონივრულია და მოკლებულია საღ აზრის. მაგ. ოჯახის წევრებს, რომლებიც ერთად ცხოვრობენ, ერთ ჭერქვეშ, ერთად სადილობენ, ვუკრძალავთ საჯარო სივრცეში ერთად შეკრებას და გადაადგილებასაც კი.

თუ ხელისუფლება თვლის, რომ საჯარო, ღია სივრცეში სამ ადამიანზე მეტის შეკრება აუცილებლად საფრთხის შემცველია, მაშინ ის მით უმეტეს საფრთხის შემცელია სახლში, გადახურულ სივრცეში და ხომ არ შევუვარდებით ოჯახებში ადამიანებს და განვაცალკევებთ ერთმანეთისგან?

საქართველოში ოჯახში საშუალოდ 3.7 ადამიანი ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს შეზღუდვა უამრავ ოჯახს შეიძლება შეეხოს“ - ამბობს ჯგერენაია.

მისივე თქმით, დაუსაბუთებელია, რატომ არის ავტომობილში წინ ჯდომა საფრთხისშემცველი, როცა უკან ორი ადამიანის ჯდომა არ ითვლება ასეთად ან საღამოს გადაადგილებას რა კავშირი აქვს ვირუსის გავრცელებასთან.

ერთ-ერთი მოსარჩელე, ვისი სახელითაც „გირჩს“ სარჩელი შეაქვს, სწორედ იმის გამო დააჯარიმეს, რომ მანქანაში საკუთარი შვილი გვერდით ეჯდა. მძღოლი სამი ათასი ლარით დააჯარიმეს მიუხედავად იმისა, რომ გვერდითმჯდომი შვილი მასთან ერთად, ერთ სახლში ცხოვრობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42