"თუ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას აპირებს ხელისუფლება, უსამსახუროდ დარჩენილებს უნდა დაეხმაროს, კომენდანტის საათი კი გასაუქმებელია" - ნიკა მელია
პოლიტიკა - 15:57, 11 Apr, 2020     753

"ნაციონალური მოძრაბისა" და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, კომენდანტის საათი გასაუქმებელია.

მელია მიიჩნევს, რომ თუ შეზღუდვები მოიხსნა, სასწორის ერთ პინაზე დევს ვირუსის აფეთქების საფრთხე, ხოლო თუ შეზღუდვები, საგანგებო მდგომარეობა შენარჩუნდა, მეორე პინაზე - გარდაუვალი შიმშილის საფრთხე. ამიტომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი თუ ხელისუფლება სამსახურის გარეშე დარჩენილ მოქალაქეებს რეალურ დახმარებას აღმოუჩენს და შიმშილისთვის არ გაწირავს მათ, ხოლო კომენდანტის საათი კი ერთმნიშვნელოვნად გასაუქმებელია.

„21 აპრილს სრულდება საგანგებო მდგომარეობა, კომენდანტის საათის ჩათვლით. სავარაუდოდ მთავრობა მისი გაგრძელების წინადადებით მიმართავს პარლამენტს.

ოპოზიცია დილემის წინაშეა - დაუჭიროს თუ არა მხარი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას?!

სასწორის ერთ პინაზე დევს ვირუსის აფეთქების საფრთხე, თუ შეზღუდვები მოიხსნა, მეორე პინაზე კი - გარდაუვალი შიმშილის საფრთხე, თუ შეზღუდვები, საგანგებო მდგომარეობა შენარჩუნდა.

ორივე შემთხვევაში საფრთხე ექმნება მოსახლეობის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს. მართლაც რა მნიშვნელობა აქვს, ვირუსით მოკვდები თუ შიმშილით დაგეხუთება სული?!

რა გზას უნდა დაადგეს ქვეყანა და რა პოზიცია უნდა დაიკავოს ოპოზიციამ?

ჩემი აზრით, კომენდანტის საათი ერთმნიშვნელოვნად გასაუქმებელია.

ხელისუფლება დღემდე ვერ გვპასუხობს, რას ემსახურება კომენდანტის საათი, რა მხრივ აფერხებს ვირუსის გავრცელებას? რას ისახავს მიზნად?

რაც შეეხება საგანგებო მდომარეობის და „დარჩი სახლშის“ კამპანიის გაგრძელელებას, ჩემი აზრით, ამ ზომების შენარჩუნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ ხელისუფლება რეალურად დაეხმარება უსამსახუროდ დარჩენილ, სახლებში ულუკმაპუროდ გამოკეტილ მოსახლოებას. ვიმეორებ, თუ რეალურად დაეხმარება.

ცარიელი „დარჩი სახლშის“ ძახილი იოლია, მაგრამ ერთი მოსახლოებას ჰკითხეთ როგორია დარჩე ცარიელ სახლში, ულუკმაპუროდ.

ლუკმა პურის გარეშე მხოლოდ დათვები რჩებიან ზამთრობით თავის ბუნაგში, აქ დათვი არავინ არ არის.

ხელისუფლებამ ნება უნდა ინებოს და დაეხმაროს მოსახელობას და თუ არ/ვერ ეხმარებიან, აღარ გააგრძელონ საგანგებო მდგომარეობა.

დიახ, საქართველოს მთავრობა, თუ ადამიანებს სიცოცხლის უფლებას არ უტოვებთ, სიკვდილის არჩევის უფლება მაინც დაუტოვეთ, მოხსენით შეზღუდვები და ყველამ თვითონ გადაწყვიტოს - დარჩეს სახლში და მოკვდეს შიმშილით, თუ გავიდეს სამუშაოდ და მოკვდეს ვირუსით“. ეს ჩემი აზრია, ჩემი განწყობა, მაგრამ თქვენ რას ფიქრობთ მეგობრებო? რა პოზიცია უნდა დაიკავოს ოპოზიციამ? უნდა დაუჭიროს მხარი თუ არა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას?- წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42