მუქარა ივანიშვილის 100 მილიონის მხილებისთვის - პროკურატურა მურთაზ ზოდელავას 13 წლის წინანდელ სატელეფონო ჩანაწერს იძიებს
პოლიტიკა - 23:07, 10 Apr, 2020     2094
ბიძინა ივანიშვილის მხილების საპასუხოდ პროკურატურა მურთაზ ზოდელავს 13 წლის წინანდელი სატელეფონო ჩანაწერით დაინტერესდა. საუბარია 7 ნნოემბრის საქმეზე, როცა ენმ-ის ერთერთი ლიდერი მთავარი პროკურორის პოსტს იკავებდა.

მურთაზ ზოდელავას აცხადებს, რომ პროკურატურა მას შედმეგ დაინტერესდა, რაც მან ივანიშვილის სახელით გადარიცხული 100 მილიონის საეჭვი წარმომავლობაზე ფეიბსუქპოსტი დაწერა.

პოსტის დადებიდან რამდენიმე საათში ზოდელავას განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი და უთხრა, რომ აქვთ მოსამართლის განჩინება 13 წლის წინანდელ სატელეფონო საუბარზე, რომელიც მურთაზ ზოდელავა უკავშირდება. 7 ნოემბრის საქმზე, ზოდელავა რამდენიმე წლის წინ უკვე დაიკითხა.

ყოფილი მთავარი პროკურორი ამბობს, რომ მას დაუკავშირდნენ პროკურატურიდან და მიანიშნეს, რომ ის უნდა გაჩუმდეს, სხვა შემთხვევაში გამოძიება მის წინააღმეგ აქტიურ ფაზაში გადავა.

„13 წლის წინანდელ საქმეზე, განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა რომ ზარი გამოუშვა, იმას ადასტურებს, რომ ამ ფულს ოთარ ფარცხალაძე აგროვებდა. დამირეკა გამომძიებელმა ლაშა აბულაძემ, რომ 7 ნოემბრის საქმეზე სატელეფონო ზარების ამოღებასთან დაკავშირებით არის განჩნება. ეს ცხადია მინიშნებაა, ამ გაგანია პანდემიის დროს რომ 2007 წლის ზარების ამოღება მოხდა მაგთიდან, ფარცხალაძე მანიშნებს რომ უნდა გავჩუმდე, რომ ამ 100 მილიონის კონსოლიდირებაში მონაწილეობა რომ მიიღო ოფშორულმა კომპანიამ, რომელიც ასევე დაკავშირებული სარკინიგზო გადაზიდვებიდან შემოსული თანხების მიმოქცევაში“ - განახადა მურთაზ ზოდელავამ.

რაც შეეხება საქართველოს რკინიგზას, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ივანიშვილი არც მალავდა, რომ ამ სფეროს მის დეიდაშვილს უჩა მამაცაშვილს აბარებდა. „საქართველოს რკინიგზა არის შავი ხვრელი და ბნელი თანხების საბადო, რომელიც ხმარდება არა მოქალაქეების და სახელმწიფოს ინტერესებსატამ არამედ იმ ადამიანების პრად ინტერესებს, რომლებიც არაფორმალურად ახდენენ გავლენას - აცხადებს „ჰაბჯორჯიას“ დამფუძნებელი ვასო ურუშაძე.

StopCoV-ის ფონდში ბიძინა ივანიშვილის სახელით გადარიცხული 100 მილიონის წარმომავლობა კითხვის ნიშნებს აჩენს. ყოფილი მთავარი პროკურორი და ენმ-ის წევრი მურთაზ ზოდელავა წყაროზე დაყწდნობით წერს, რომ არსებული თანხის მობილიზებაში ჩართული იყო ოფშორული კომპანია, რომელიც ირიბად მონაწილეობს საქართველოს სარკინიგზო გადაზიდვებიდან ამოღებული თანხების მიმოქცევაში.

„როგორც კონფიდენციალურმა წყარომ მაცნობა ფონდში გადარიცხული 100 მილიონის კონსოლიდირებაში მონაწილეობს ოფშორული კომპანია, რომელიც იმავდროულად ირიბად მონაწილეობს სარკინიგზო გადაზიდვებიდან ამოღებული თანხების მიმოქცევაში.

თუ ეს ასეა მაშინ ეს 100 მილიონი ხალხის საკუთრებაა და მასთან ივანიშვილს რა ხელი აქვს? და თუ მაინც იბრალებს ესიგი დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება თუ რა მექანიზმებით განკარგავს ის რკინიგზიდან ამოსულ თანხებს. შეგახსენებთ, რომ რკინიგზა არის სახლემწიფო კომპნია და ამ სფეროდნა შემოსული მოგება ბიუჯეტში (ანუ ხალხის ჯიბეში) უნდა მიემართებოდეს.“ - წერს მურთაზ ზოდელავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42