11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა - 20:01, 10 Apr, 2020     1430

ვერძი

ამ დღეს როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ტენდენციები ახლავს. დღის პირველ ნახევარში თქვენს ნებისმიერ წამოწყებას ვარსკვლავები მფარველობენ, თუმცა ეცადეთ, საკუთარი გეგმების შესახებ არავის უამბოთ. დღის მეორე ნახევარში საქმიანი შეხვედრები სასურველი შედეგის ნაცვლად, ახალ პრობლემებს და გაუგებრობებს მოგიტანთ.

კურო

პასიური და ცვალებადი დღეა. სამსახურში ან ნათესავებთან ურთიერთობისას მოსალოდნელია კონფლიქტი. ერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. არსებობს შეცდომის ან გაუგებრობის რისკი. გაითვალისწინეთ, რომ ახალი იდეა ან ვიღაცის გავლენა უსიამოვნებებში გაგხვევთ. გირჩევთ მინიმუმამდე შეამციროთ კონტაქტები და ყველა დაგეგმილი შეხვედრა გააუქმოთ. ამ დღის ნეგატიურ ტენდენციას მხოლოდ ზნეობრივი სისუფთავით გაანეიტრალებთ. ეცადეთ, ყველაზე რთული პრობლემებიც კი მშვიდად მოაგვაროთ.

ტყუპები

ამ დღეს ნეგატიური ტენდენციები ახლავს. საქმიანი შეხვედრები სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ. ერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. სამსახურში ან შორეულ ნათესავებთან ურთიერთობაში მოსლოდნელია კონფლიქტი. კონტაქტები შეამცირეთ და ახალ ნაცნობობას ერიდეთ. ოჯახურ ურთიერთობებში ეცადეთ ემიციებს არ აჰყვეთ და პარტნიორის პრეტენზიებს არგუმენტებით უპასუხოთ.

კირჩხიბი

ოჯახის უფროს წევრებთან გამორიცხული არ არის კონფლიქტი. გახსოვდეთ, რომ გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს და სურვილის შემთხვევაში, ყველაზე რთული პრობლემის მოგვარებაც შესაძლებელია. დღის ბოლოს თავს გადაღლილად და გამოფიტულად იგრძნობთ.

ლომი

დღის პირველ ნახევარში ვარსკვლავები თქვენ მიმართ კეთილად არიან განწყობილნი და ნებისმიერ თქვენს წამოწყებას მფარველობენ. გირჩევთ, საკუთარი გეგმების შესახებ არავის უამბოთ, თორემ წარუმატებლობისთვის გაწირავთ. პარტნიორებთან კონტაქტი სასურველი შედეგის ნაცვლად, ახალ პრობლემებს მოგიტანთ.

ქალწული

ამ დღეს ნეგატიური ტენდენციები ახლავს. მზად იყავით სამსახურში პრობლემებისთვის. სიმშვიდე შეინარჩუნეთ. თუ ხვდებით, რომ შეცდით, გირჩევთ, შეცდომა აღიაროთ. ეცადეთ საკუთარი მომხიბვლელობა საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოთ. ეს სამსახურებრივი პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ.

სასწორი

ამ დღეს ნეგატიური ტენდენციები ახლავს. სამსახურში ან ნათესავებთან ურთიერთობის დროს მოსალოდნელია კონფლიქტი. ერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. არსებობს შეცდომის ან გაუგებრობის რისკი. გაითვალისწინეთ, რომ ახალი იდეა ან ვიღაცის გავლენა უსიამოვნებებში გაგხვევთ.

მორიელი

აქტიური სამუშაო დღეა. თუ მოინდომებთ, ყველა საქმეში უნიკალურ შედეგებს მიაღწევთ და ყველა კონკურენტს გადაასწრებთ. გარშემომყოფთა სიმპათიები თქვენს მხარესაა. თქვენ გაფასებენ, როგორც პროფესიონალ თანამშრომელს. შანსი გაქვთ, დიდი ხნის ოცნება აისრულოთ, თუმცა ამისთვის განსაკუთრებული ძალისხმევა დაგჭირდებათ.

მშვილდოსანი

ფუჭი და უნაყოფო დღეა. თქვენი მონდომება სასურველ შედეგებს ვერ მოგიტანთ. შეამცირეთ კონტაქტები და ერიდეთ ახალ ნაცნობობას. თქვენმა გულუბრყვილობამ შეიძლება, უამრავი პრობლემა შეგიქმნათ.

თხის რქა

მზად იყავით სამსახურებრივი პრობლემებისთვის. თქვენმა არასტანდარტულმა აზროვნებამ, ექსცენტრიულობამ და ემოციურობამ შეიძლება უფროსის და კოლეგების გაღიზიანება გამოიწვიოს. ერიდეთ უდისციპლინობას.

მერწყული

თქვენი სასიცოცხლო პოტრენციალი მცირდება. თავს შეუძლოდ გრძნობთ და მუშაობის სურვილი არ გაქვთ. გამორიცხული არ არის პრობლემები კოლეგებთან და უფროსთან ურთიერთობაში. ცდუნებას თუ აჰყვებით, შეიძლება უსიამოვნებებში გაეხმათ.

თევზები

ხელსაყრელი დღეა გარიგებებისა და მოლაპარაკებებისთვის. სასიამოვნო შეტყობინება განწყობას აგიმაღლებთ. ოპტიმიზმით სავსე ხართ და გეჩვენებათ, რომ ნებისმიერ საქმეს გაუმკლავდებით, თუმცა ეცადეთ, ზომიერების და სიფრთხილის გრძნობა არ დაკარგოთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42